თელავში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე. მან პირველ წრეში თანამემამულე ნიკოლოზ დავლიანიძე 6:2, 6:3 დაამარცხა, შემდეგ კი მე-2 განთესვის მქონე ავსტრალიელ ტომას ფანკუტს 7:3, 6:2 სძლია და მეოთხედფინალში მე-5 ნომრად განთესილ იტალიელ ფაბრიციო ორნაგოს ეთამაშება.
აღსანიშნავია, რომ თელავის ტურნირის ძირითად ბადეში კიდევ 4 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, თუმცა, წარმატებას ვერცერთმა მიაღწია. პირველივე წრეში წააგეს გიორგი ჯავახიშვილმა, ვაჟა შუბლაძემ, ალექსანდრე ბაკშიმ და ირაკლი მეტრეველმა.
წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში გააღწიეს ცივაძემ და უზბეკმა შონიქმაჯონ შოფაიზიევმა, რომელთაც მე-3 განთესვა გააჩნიათ. მათ იტალიელებს კაპელოს და ტომასეტოს 6:3, 7:6 (7:4) მოუგეს, შემდეგ კი, ქართველის და უზბეკის წინააღმდეგ სათამაშოდ ბაკში და რუსი ლოზანი არ გამოცხადდნენ.