ფეხბურთი

13:23 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რამოსის მიღწევა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი სერხიო რამოსი გახდა ერთადერთი მცველი, ვინც საკლუბო ჩემპიონატების სამ ფინალში გოლი გაიტანა. რამოსმა გუშინ ევროპის სუპერთასის ფინალში “სევილიას” (3:2) 93-ე წუთზე გაუტანა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

რამოსს 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, ასევე ბოლო წუთზე აქვს გოლი გატანილი. მეორე გოლი სერხიომ 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისევ “ატლეტიკოს” გაუტანა.

“რეალის” ფეხბურთელებიდან სამ ფინალში გოლი რაულს და ალფრედო დი სტეფანოს აქვთ გატანილი.

0.114719