ალბათ მოვიტყუებით რომ გითხრათ, მოდელი კეროლ მუნისი ბრაზილიაში ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ასულიაო, რადგან ამ ქვეყანაში კეროლზე ჰაი ჰაი რომ ბევრად ცნობილი, კოხტა და ისეთი ილაჯის მქონე მოდელები მიდი-მოდიან, მათი დამნახავი კაცი იტყვის, ნეტა ერთის ნაცვლად ბევრი ჯიგარი მქონდესო.
მაგრამ, ეპატაჟურობასა და სითამამეში კეროლ მუნისი ნამდვილად ბევრ ცნობილ მოდელს ამოიდებს იღლიაში და ამის დასტურად მისი გუშინწინდელი განცხადებაც შეგვიძლია მოვიყვანოთ. ეს განცხადება კეროლმა თანამემამულე ჟურნალისტებთან, გაგანია ზაფხულის ოლიმპიადის დროს გააკეთა.
კეროლ მუნისი გულნაკლულია იმის გამო, რომ ოლიმპიადის ბოსებმა, ღონისძიების სახედ მას სხვა მოდელები არჩიეს, მაგრამ ეს ამ ქალს მაინც ვერ დააკავებს და როგორც თავად იძახის, სწორედ იგია ბრაზილიელი ქომაგებისა და სპორტსმენების ჭეშმარიტი მუზა. “მე ტრიბუნების დედოფალი ვარ” – ამბობს კეროლი და ისე ნაზად აფახულებს თვალებს, თითქოს აქამდე ჯეელი მამრი სიზმარშიც არ ენახოს.