ძიუდო

0:42 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი მედლის გარეშე დარჩა (VIDEO)

ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (73 კგ.) რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა. ავთომ ნახევარფინალამდე მისვლა შესძლო, შემდეგ კი, ზედიზედ 2 ბრძოლა წააგო და კვარცლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა.

ჭრიკიშვილმა საწყის წრეებში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს, სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს და იტალიელ მატეო მარკონჩინის სძლია, ნახევარფინალში კი ამერიკელ ტრევის სტივენსთან დრამატული მარცხი შეემთხვა.

ავთანდილი შერკინების დასრულებამდე 50 წამით ადრე, სტივენსს 1 შიდოთი სჯაბნიდა, თუმცა, გაუმართლებელი შეტევა წამოიწყო, პარტერში კი მეტოქემ მტკივნეული ილეთზე დაიჭირა და ავთოსაც დანებება მოუხდა.

ცხადი იყო, რომ ეს წაგება ქართველ ძიუდოისტს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ასეც მოხდა. ავთო იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან შერკინებაზე მოუმზადებელი გავიდა და იუკოთი დამარცხდა.

ოქრო რუს ხასან ხალმურზაევს ერგო, რომელმაც ხსენებყლ სტივენსს იპონით აჯობა.

დღეს, ტატამზე მორიგი წონის წარმომადგენლებს ვიხილავთ, საქართველოს სახელით კი ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ.) გამოვა.

0.125694