ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს.
საქართველოს ნაკრების წევრმა მერვედფინალში სალვადორელი ხუან დიეგო ტურსიოსი ჩამოიშორა გზიდან და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე იტალიელი მატეო მარკონჩინი იქნება.