რუსულმა “ხიმკიმ”, რომელიც ევროპულ კალათბურთში სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა, ნბა-ს ყოფილი მოთამაშე გადაიბირა.
ხიმკელებმა ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს პერი ჯონსს, რომელსაც “ოკლაჰომა სიტი სანდერის” მაისურით 143 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 3.4 ქულას აგროვებდა.
გასულ სეზონში ჯონსი ნბა-ს დ-ლიგაში “აიოვა ენერჯის” ღირსებას იცავდა და გაცილებით სერიოზული საშუალო მონაგარი ჰქონდა – 13.2 ქულა, 7.4 მოხსნა და 1.6 პასი.