საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალეში იყო. მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა მოწინააღმდეგე იუკოთი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მეოთხედფინალის საგზურისთვის ჭრიკიშვილი სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს დაუპირისპირდება.