საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბ "ზუგდიდის" ხელმძღვანელობაში უკრაინაში ნამუშევარი ფუნქციონერები ჩავიდნენ: სვიატოსლავ სიროტა და ლევან გულორდავა. სიროტა ბოლოს მოლდოვური ბელცის "ზარიას" სპორტული დირექტორი გახლდათ, მანამდე კი სულ უკრაინაში მუშაობდა და უკრაინის მოქალაქეც გახლავთ.
სიროტა "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამ ინფორმაციას უკრაინული საიტები ავრცელებენ.
მეორე ფუნქციონერი კი ქართველი ლევან გულორდავაა, რომელიც წლებია, რაც უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ის უკრაინული ჩერნიგოვის "დესნას" სპორტული დირექტორი იყო, ახლა კი "ზუგდიდში" პრეზიდენტის მრჩეველია. ის ადრე "ზუგდიდში" თამაშობდა კიდეც.