ფეხბურთი

18:09 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სტოუნსი “სიტისთვის” გაირჯება

ინგლისურმა “მანჩესტერ სიტიმ” ლივერპულის “ევერტონიდან” 22 წლის ცენტრალური მცველი ჯონ სტოუნსი დაიმატა. ამის შესახებ “ქალაქელთა” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა “სიტისთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად, გუნდში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ის მანჩესტერელთა რიგებში 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“მოხარული ვარ “სიტიში” გადასვლით, რადგან ეს ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. “მანჩესტერ სიტი” ამბიციური გუნდია დიდებული მთავარი მწვრთნელით. “ევერტონში” შესანიშნავი დრო გავატარე – ამ გუნდსა და მის გულშემატკივრებს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ახლა “სიტისთვის” ყველაფერს გავიღებ”, - თქვა სტოუნსმა.

თანხამ, რომელიც მანჩესტერულმა კლუბმა ნიჭიერი მცველის სანაცვლოდ გაიღო 56.7 მილიონი ევრო შეადგინა. “სიტი” სტოუნსის ტრანსფერზე მას შემდგომ გადაერთო, რაც ტურინის “იუვენტუსიდან” ლეონარდო ბონუჩის შეძენა ვერ მოახერხა.

0.114238