ფეხბურთი

18:46 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” შეტევა გააძლიერა

ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედმა” “სუონსი სიტიდან” განელი თავდამსხმელი ანდრე აიუ დაიმატა. ამის შესახებ ლონდონური კლუბის ვებგვერდი იტყობინება. 26 წლის შემტევის შეძენა “ჩაქუჩებს” არაოფიციალურად 20 მილიონი ევრო დაუჯდათ, რაც ამ კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია სიძვირის მიხედვით.

აიუს “ვესტ ჰემში” თამაში დიმიტრი პაიესთან ერთად მოუწევს, რომელიც მისი თანაგუნდელი მარსელის “ოლიმპიკში” იყო. აიუ პრემიერლიგაში ერთი წლის წინ გამოჩნდა და “სუონსის” რიგებში 34 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა.

სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, “ვესტ ჰემის” მორიგი შენაძენი კარლოს ბაკა იქნება “მილანიდან”. ამის შესახებ საკუთარი ტვიტერის გვერდიდან ლონდონური გუნდის პრეზიდენტის შვილმა ამცნო საზოგადოებას...

0.114298