კალათბურთი

18:28 | 9.08.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ენტონიმ ჯორდანს გადაასწრო

კარმელო ენტონიმ აშშ-ს ოლიმპიური ნაკრების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის გადასწრება მოახერხა.

ენტონიმ, რიოში ვენესუელასთან მოგებულ (113:69) შეხვედრაში 14 ქულა ჩააგდო და საერთო მონაგარი 262-მდე აიყვანა. შედეგად, კარმელომ ამერიკელთა საუკეთესო მექულეთა სიაში მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, ჯორდანი კი 256 ქულით მეოთხემდე დაქვეითდა.

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ უახლოეს პერიოდში ენტონი პრესტიჟულ ჩამონათვალს საერთოდაც სათავეში მოექცევა. ამ დროისთვის, პირველ ადგილზე ლებრონ ჯეიმსია (273 ქულა), რომელსაც კვალში დევიდ რობინსონი (270) უდგას.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:04 | 31.05.2019
THE CROW (214)

ვა რაული ბიძია მოი სინ სუკინ სინ ივო მამუ იბალ გაზაევის ედაც ოვტყან დდ

20:34 | 31.05.2019
seba (304)

უტყვის კიდო ხალხი

20:34 | 31.05.2019
seba (304)

რეალს ლეგენდები არ აინტერესებს..

0.071917