ფეხბურთი

11:21 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ დე ბურმა "ინტერი" ჩაიბარა

მილანის “ინტერის” ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური გახდა. იტალიური მედიის ვარაუდი სრულად გამართლდა, 46 წლის სპეციალისტი უკვე მილანშია და კლუბთან ხელშეკრულებაც გააფორმა. “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალ თავკაცს მილანელები დღეს ნაშუადღევს წარადგენენ.

თავად დე ბურმა კი, ამასობაში აეროპორტში პირველი კომენტარიც გააკეთა:

“შევხვდებით პრესკონფერენციაზე – აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედია ამ სეზონში ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ”, - თქვა დე ბურმა.

შეგახსენებთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში “ინტერში” რობერტო მანჩინი მუშაობდა, თუმცა ბოლო დროს მას “ნერაძურის” ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც გუშინ პოსტი ოფიციალურად დატოვა. დე ბურს რაც შეეხება, იგი 2010-2016 წლებში ამსტერდამის “აიაქსს” ხელმღვანელობდა და ერედივიზიონი ოთხჯერ მოაგებინა.

0.12924