საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი უნგრეთში ბუბა დაუშვილის თამაშს დაესწრო. დაუშვილის "დიოშდიორი" ბუდაპეშტის "ჰონვედს" ხვდებოდა და 0:3 წააგო.
ეს მეოთხე ტური იყო. ბუბას გუნდს 6 ქულა აქვს და ცხრილის შუაშია. ქართველმა საყრდენმა "ჰონვედთან" სრულად ითამაშა.
ვაისის თავკაცობის პერიოდში, დაუშვილს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.