ძიუდო

0:48 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი: "მიხარია, რომ ეს 8 აგვისტოს შევძელი”

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიურ პოდიუმზე ზედიზედ მეორედ ავიდა. 23 წლის ძიუდოისტმა ბრაზილიურ ტატამზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის რანგში იჭიდავა და ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

"ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ წონა შევიცვალე. 66-დან 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავედი და შეგუება ძალიან გამიჭირდა. ბევრი ვიშრომე, ვიბრძოლე და მიხარია, რომ გარჯა დამიფასდა. ცხადია, ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვფიქრობ, ბრინჯაოს მედალიც მშვენიერი შედეგია. ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა. მიხარია, რომ საქართველოს პირველი მედალი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – 8 აგვისტოს მოვუტანე. თან გზად რუსი მეტოქეც დავამარცხე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შედეგის მიღწევაში დამეხმარა” – უთხრა ლაშა შავდათუაშვილმა "მსოფლიო სპორტს”.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.111928