კალათბურთი

21:51 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მერიის თასის” განრიგი

ცნობილი გახდა 12-14 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი “მერიის თასის” განრიგი, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, ჰოლანდიის და რუსეთის საკალათბურთო ნაკრებები ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი უკვე ტრადიციულად იქცა, შარშან კი გამარჯვება იტალიის ძლიერ ნაკრებს დარჩა. წლეულს, ფავორიტებად საქართველოს და რუსეთის გუნდები მიიჩნევენ და ორგანიზატორთა გათვლებით, გამარჯვებულის ვინაობაც ბოლო დღეს მათ შორის უნდა გაირკვეს.

საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება, უკვე გამართა 3 საკონტროლო შეხვედრა და პორტუგალიის და ბელარუსის ძლევის შემდეგ, რუსეთთან წააგო, ამდენად, ილიას ზუროსის შეგირდებს თბილისში რევანშის აღების საშუალება ექნებათ.

თბილისის მერიის თასი

12 აგვისტო

17:30 რუსეთი – უკრაინა

20:00 საქართველო – ჰოლანდია

13 აგვისტო

17:30 ჰოლანდია – რუსეთი

20:00 საქართველო – უკრაინა

14 აგვისტო

17:30 უკრაინა – ჰოლანდია

20:00 საქართველო – რუსეთი

0.117257