ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო 2016-ზე ორი წრე გაიარა და მეოთხედფინალში გავიდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში კუბელ მაგდიელ ესტრადას 2 წუთსა და 40 წამში ორი ვაზარი შეუსრულა. შემდეგ კი შრი ლანკის ნაკრების წევრ ჩამარა რეპიალაჯს ორწუთნახევარში შეუსრულა სუფთა გდება.
მეოთხედფინალში შავდათუაშვილი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონს (2013 და 2015) – იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე ერთხელაც არ შეხვედრია.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში