კალათბურთი

18:37 | 8.08.2016 | ნანახია 1456 - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, სადაც 24 გუნდი თამაშობდა, ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა. ჯგუფის 5 მატჩიდან 4-ის მოგების მიუხედავად, ქართვეები პლეი ოფში ვერ გავიდნენ და საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაინაცვლეს, სადაც 3-დან 2 მატჩი მოიგეს და ხსენებულ, მე-10 ადგილზე გავიდნენ.

მე-9 ადგილისთვის მატჩი გია კაზანჯიანის, არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა 18-წლამდელებმა ინგლისთან დაძაბულ ბრძოლაში – 81:85 დათმეს. ინგლისი საქართველოს მეტოქე გახლდათ ჯგუფურ ეტაპზე და იმ მატჩში ქართველებმა ბოლო პერიოდში 13-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად 76:70 იმარჯვეს. ახლა კი პირიქით მოხდა, მცირე განსხვავებით. საქართველო პირველი ტაიმის შემდეგ სწორედ 13 ქულას იგებდა, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ, 4 ქულით წააგო.

მარგი ქმედების კოეფიციენტით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ნიკა დარბაიძე გახლდათ, რომელმაც 13 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 13 ქულა მიითვალა ლევან ბაბილოძემაც, ხოლო ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა, რომელსაც 20 ქულა დაუგროვდა. 9 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა შეხვედრა და მთლიანად ჩემპიონატი ნიკა ლეონიძემ.

ამ გუნდიდან მომავალ წელს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშის უფლებას ასაკი მხოლოდ გოგა ბითაძესა და კოკა ფიფიას აძლევს. საქათველოს ნაკრები თბილისში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.

ევროპის U18 ჩემპიონატი. სკოპიე (მაკედონია)

საქართველო – ინგლისი 81:85 (26:21, 21:13, 19:33, 15:18)

www.gbf.ge


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:23 | 10.08.2016
luka08 (622)

dadiani999 (30)
თუ სადმე მოვიძიებ დავდებ აუცილებლად . ისე , 16 წლამდელებმა გოგონებმა რომ სომეხ თანატოლებთან წააგეს , გაბრიჩიძემ მეტოქის გამოცდილება ახსენა და კინაღამ შევიშალე . ჯერ 16 წლის ბავშვის გამოცდილება რაა და ისიც 16 წლის სომეხი კალათბურთელის
და კიდევ , მაგ ბავშვებს ნიჭი რომ აქვთ და შედეგი არაფერი , მაგას ვწერ ზუსტად მეც . ნჯერა-არ მჯერა სხვა საქმეა და ნაჩვენები თამაში და შედეგი სულ სხვა . ფედერაცია თუ თუ წვლილს მიიღებს , მწვრთნელები თუ რაიმეს ასწავლიან ... მეც მაგას ვამბობ , რომ არც წვლილს იღებენ და არც თუ ვერც ასწავლიან ! ან არ იციან , ან არ უნდათ. ,,თუ" საქმეს არ აკეთებს . ბებიას თუ ბაბუას 2 კვერცხი ექნებოდა , ბებია გააჭენებდა ალბად ... და ვიყოთ ეხლა თუ , თუ ,თუ-ს რეჟიმში და ვიკანკალოთ 16 წლის გამოცდილი , სომეხი კალათბურთელებისაგან დაცინვის მოლოდინში?

18:15 | 09.08.2016
dadiani999 (44)

ლუკა 08 გთხოვ დადევი მაგათი კომენტარები

18:14 | 09.08.2016
dadiani999 (44)

ფედერაციამ თუ ამ სამიდან რომელიმე დატოვა ამ ასაკში მომავალ წელს ბრავო მაშინ,იქნება შემცვლელები აუცილებლად,ბითაძე,თვალაბეიშვილი,დარბაიძე,ლომიძე,აფხაზავა,ცირიკიძე,მამუკელაშვილი,ბაბილოძე,კორსანტია,ლოლიშვილი,ისიანი,გოგობერიშვილი,ესენი არიან ბირთვი,მჯერავს 1997-98 იანები კარგ კალათბურთს ითამაშებენ,თუ ფედერაცია წვლილს მიიღებს ამათ კალათბურტელად ჩამოყალიბებაში კარგი იქნება.

15:52 | 09.08.2016
luka08 (622)

გია კაზანჯიანი, არჩილ ჟღენტი და მიხეილ კობეშავიძე არსად დაგვეკარგონ და მაგათი ცოდნა არ გაგვექცეს ხელიდან ხო , გაბრიჩიძე დამავიწყდა - არავინ მოგვტაცოს -- ვინ არიან , რას წარმოადგენენ ?! ერთი მაგათი კომენტარები ნახეთ : ან კალათბურთის არაფერი გაეგებათ , ან ნამუსზე არიან მწყრალად , ან ორივე ერთად . SOS! SOS! SOS!
ცოტა ხანში ვეღარავინ უშველის საქმეს , დროზეა მისახედი კალათბურთი ! 5-6 კალათბურთელის მხრებზე გადადის ყველაფერი. ისინიც სადაცაა აქტიურ სპორტს ჩამოშორდებიან და შემცვლელს ხედავთ ვინმე ? თუ ხედავთ მითხარით , გასკდა გული ამათი შემხედვარე

20:27 | 08.08.2016
dadiani999 (44)

Dაღუპა ეს თაობა კაზანჯიან ჯღენტის ტანდემმა,აბა იმ მესამეს Vინ რას ეკიტხება

18:41 | 08.08.2016
paatabasket (1253)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=bUNzu8PwIJE')>0?'https://www.youtube.com/watch?v=bUNzu8PwIJE':'https://www.youtube.com/watch?v=bUNzu8PwIJE')) როგორც იქნა ვნახე რუსეთი საქართველოს ვიდეო ჩანაწერი ადმინ გამოაქვეყნე

18:42 | 08.08.2016
paatabasket (1253)

26-ე წუთიდან უყურეთ

0.151845