ფეხბურთი

14:01 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016: ბრაზილია ერაყის დონეზე (+VIDEO)

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც რიოს მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობს, გულშემატკივრებმა სტვენით აიკლეს – მიზეზი მარტივია. “სელესაოს” ჯგუფურ ტურნირზე ორი ტურის შემდეგ ოდენ 2 ქულა აქვს და ბოლო ტურში თუ დანიას ვერ დაამარცხებს, ოქროს მედლებზე ოცნებასაც დაემშვიდობება.

ბრაზილია პირველ ტურში სამხრეთ აფრიკას დაუზავდა (0:0) და არც დღეს გამთენიისას ჰქონია ფეერიული მატჩი. ასევე უგოლო ფრე ერაყის ნაკრებთან...

ბრაზილიის ქვეჯგუფს ბოლო ტურის წინ დანია ლიდერობს 4 ქულით, ხოლო ერაყსა და ბრაზილიას 2-2 ქულა აქვთ. სამხრეთ აფრიკას – 1. ბოლო ტურში ერაყი სამხრეთ აფრიკას, ხოლო ბრაზილია დანიას ეთამაშება.

ბრაზილია – ერაყი 0:0 (0:0)

ბრაზილია, “ესტადიო ნასიონალი”

ბრაზილია (4-3-3): ვევერტონი; ზაკა, მარკინიოსი, როდრიგო კაიო, დუგლასი (ვილიამი 80); რენატო აუგუსტო, ტიაგო მაია, ფელიპე ანდერსონი (ლუანი 46); გაბიგოლი, გაბრიელ ჟესუსი (რაფინია 55), ნეიმარი

მწვრთნელი: როჟერიუ მიკალე

ერაყი (4-2-3-1): ჰამეედი; ალი მვაჰი, იბრაჰიმ ხალაფი, მუსტაფა ნადიმი, ისმაილი; ნატიქი, აბდულამეერი (ატია 79); კარეემი (ტარიქი 63), ატვანი, ალი ადნანი; აბდურაჰემი (აჰმადი 84)

მწვრთნელი: აბდულ განი საჰადი

გაფრთხილება: ტიაგო მაია (17), დუგლასი (69), როდრიგო კაიო (70) – მვაჰი (35), აბდულამეერი (37), კარეემი (59), ჰამეედი (76), ტარიქი (83)

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

0.134427