ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების უკანახაზელი, 36 წლის ხუან კარლოს ნავარო ისტორიაში გახდა მეოთხე კალათბურთელი, ვინც ხუთ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა, აღნიშნულ ინფორმაციას eurohoops.net-ი ავრცელებს.
ნავარომ ხორვატიასთან (70:72) მატჩში 11 წუთი ითამაშა, თუმცა გუნდს ვერც ერთი ქულა ვერ შესძინა.
ნავაროს მსგავსად 5 ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიღებული აქვთ: ტეო კურზი (პუერტო-რიკო), ენდრიუ გეინზი (ავსტრალია) და ოსკარ შმიდტი (ბრაზილია).
ხოსე კალდერონისთვის, პო გასოლისთვის, ფელიპე რეიესისთვის და რუდი ფერნანდესისთვის რიო მეოთხე ოლიმპიადა.