რიოს ოლიმპიადაზე ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები მოულოდნელად ხორვატიასთან 70:72 დამარცხდა. მატჩის სტარტზევე ესპანეთმა 6-7-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა, რომელიც მეოთხე პერიოდის დასაწყისამდე შეინარჩუნა. მეოთხე მეოთხედში ბალკანელები უკეთ ათამაშდნენ. მატჩის ბოლო წამებზე ხორვატები 72:70 იგებდნენ, რა დროსაც ესპანელთა ლიდერმა პო გასოლმა 2-ქულიანი ისროლა, რათა შეხვედრა ოვერტაიმში გადაეყვანა, მაგრამ “სან ანტონიოს” ცენტრს დარიო სარიჩმა საოცარი ბლოკ-შოტი გაუკეთა და ესპანეთმა ოლიმპიადა მარცხით დაიწყო.
ხორვატია – ესპანეთი 72:70 (13:21, 19:17, 15:16, 25:16)
ხორვატია: ბოგდანოვიჩი (23 ქ.), პლანინიჩი (11 ქ.), სიმონი (10 ქ.), უკიჩი (8 ქ.), ბილანი (6 ქ.), სარიჩი (5 ქ.), ჰეზონია (5 ქ.), ბაბიჩი (4 ქ.)
ესპანეთი: გასოლი (26 ქ. 9 მ.), მიროტიჩი (19 ქ.), როდრიგესი (10 ქ.), ლული (9 ქ.), რეიესი (5 ქ.), კლავერი (1 ქ.)
სარიჩის გადამწყვეტი ბლოკ-შოტი: