ჩოგბურთი

10:54 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია რიოს კორტებზე

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი რიოს ოლიმპიადის პირველივე რაუნდში არგენტინელ ხუან მარტინ დე პოტროსთან 6:7, 6:7 დამარცხდა და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა. მთელი თამაშის განმავლობაში ჯოკოვიჩმა ვერც ერთი ბრეიკ-პოინტის მოპოვებაც კი ვერ შეძლო, ხოლო არგენტინელს 7-ჯერ ჰქონდა ბრეიკ-პოინტი მაგრამ ვერც ერთი გამოიყენა. ასე რომ, შეხვედრაში არც ერთი ბრეიკი არ შესრულებულა და ორივე სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. პირველ სეტში არგენტინელმა ტაი-ბრეიკზე 7:4 იმარჯვა, ხოლო მეორეში 7:2.

შეგახსენებთ, რომ დელ პოტრო რეიტინგში 141-ე ადგილზეა. აქტიური თამაშით მან 31 ქულა მოიგო, ხოლო ჯოკოვიჩმა 14. 93 გათამაშება არგენტინელის გამარჯვებით დასრულა, ხოლო 80 ჯოკოვიჩის.

1/16-ფინალში არგენტინელის მეტოქე პორტუგალიელი ჯოაო სოუზა იქნება.

0.123592