ფეხბურთი

21:12 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტუმრობა ბათუმის “დინამოს” მშენებარე ბაზაზე (+VIDEO)

7 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ბათუმის "დინამოს" მშენებარე ბაზას ესტუმრნენ.

აჭარის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა ირაკლი თოთლაძემ სტუმრები სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასაც შეახვედრა. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დეტალურად გაეცნენ პროექტის მიმდინარეობას და საწვრთნელი ბაზის დასრულების ვადებითაც დაინტერესდნენ.

მშენებელთა თქმით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და წლის ბოლოსკენ “დინამოს” თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი სავარჯიშო ცენტრი ექნება.

სფფ-ის პრესსამსახური

0.133216