კალათბურთი

22:00 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიროტიჩი: “ფავორიტი ამერიკაა, მაგრამ ესპანეთს ოქროს მედალი სურს”

“ჩიკაგო ბულზის” და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ნიკოლა მიროტიჩმა ოლიმპიადაზე ესპანეთის ნაკრებზე ისაუბრა.

“ტურნირის ფავორიტი ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ ესპანეთის მიზანი ოქროს მედლის მოპოვებაა. ჩვენ ყოველთვის უმაღლესი ჯილდოებისთვის ვიბრძვით. კარგი გუნდი გვყავს. ოლიმპიადაეზე ძალიან ძლიერი გუნდებია, ყოველ თამაშზე უნდა ვფოკუსირდეთ, ყველა შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყოველ დღე პროგრესი უნდა განვიცადოთ. ჩემი მიზანი ოლიმპიური ოქროა, ვიცი რომ ამერიკა უპირობო ფავორიტია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს”- განაცხადა მიროტიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109935