ფეხბურთი

18:35 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

7 აგვისტოს უმაღლესი ლიგა დაიწყება (+VIDEO)

7 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე გათამაშება აიღებს სტარტს. შეგახსენებთ, რომ ტურნირი გარდამავალი ჩემპიონატის სტატუსით ჩატარდება. გუნდები ორ 7-7 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. გათამაშება ორ წრედ ჩატარდება და დეკემბერში დასრულდება.
პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრას ივანწმინდა უმასპინძლებს, ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და გასული სეზონის ჩემპიონი, თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები ერთმანეთს 27-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 17 შეხვედრა თბილისელებმა მოიგეს, 4 - საჩხერლებმა, 6 კი, ფრედ დასრულდა.
საინტერესო მატჩი გაიმართება ქობულეთშიც, „ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამო“ 2015/16 წლების სეზონის ვერცხლის პრიზიორ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. გასულ ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ქობულეთში გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, სამტრედიულ შეხვედრაში კი, ანალოგიური ანგარიშით იმერლებმა იმარჯვეს.

ჩიხურა - დინამო თბ

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 17:30

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, დ. ხარიტონაშვილი (1 დამ. ასისტენტი), გ. დოგრაშვილი (2 დამ. ასისტენტი), ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

დინამო ბთ - სამტრედია
ქობულეთი, "ჩელე არენა", 17:30
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ი. უკლება, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

ზუგდიდი - კოლხეთი ფ

ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 17:30

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ლევან წურწუმია, გურამ სამუშია (ორივე ზუგდიდი)

გურია - ცხინვალი

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 17:30
მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: პეტერსონ კაბორე (გურია)

სიონი - საბურთალო

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია", 17:30
მსაჯები:
გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ბ. ნინუა (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია:
გურამ გოშთელიანი (საბურთალო)

ტორპედო - შუქურა

ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 18:00
მსაჯები:
ჯ. ხორავა, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, დ. სანოძე (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია (შუქურა)




სფფ-ის პრესსამსახური

0.118663