კალათბურთი

16:45 | 6.08.2016 | ნანახია 5162 - ჯერ

რუსეთთან მატჩის დღეს ნაკრებმა ხიმკიში ივარჯიშა
ილიას ზუროსის და ვიქტორ სანიკიძის კომენტარები

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ხიმკის საკალათბურთო ცენტრში რუსეთის ეროვნული გუნდი საქართველოს უმასპინძლებს. მოსკოვის ტურნირის ფარგლებში ორივე ნაკრებს დამარცხებული ჰყავს ბელარუსი – რუსებს 53 ქულით, ქართველებს – 12-ით. შესაბამისად, დღევანდელი მატჩი გაარკვევს, ვინ გახდება ტურნირის გამარჯვებული.

საქართველოს ნაკრებმა ხიმკის დარბაზში დილის ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსს გუნდი არ დაუტვირთავს. ძირითადად, მსუბუქი მოთელვა და კომბინაციები იყო. ვარჯიშის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელი რუსების გვარებს ხშირად ახენებდა – მოზგოვი, კარასიოვი, შვედი... ჩვენს სამწვრთნელო შტაბს სათანადოდ ჰყავს შესწავლილი რუსი მოთამაშეები და მათი მოქმედება შეტევასა თუ დაცვაში.

ჩვენი ნაკრების დასკვნით ნაწილს დაესწრო და ვიდეო-კადრებთან ერთად კომენტარები ჩაწერა რუსეთის ნაკრების პრეს-ატაშე ვლადიმირ სპივაკმა და მისმა ოპერატორმა გოგონამ. რუსეთის ნაკრების მსტოვარს ილიას ზუროსის და ვიქტორ სანიკიძის აზრი აინტერესებდა, რომელსაც ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა განუცხადეს:

ილიას ზუროსი: “რუსეთის ნაკრების სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. მოსამზადებელი კუთხით ეს იქნება დიდი გაკვეთილი. ჩვენი ნაკრები მზადების მიზანი, ამ მატჩის რაც შეიძლება შედეგიანად გამოყენება იქნება. ამ ეტაპზე ბიჭების მომზადების დონით კმაყოფილი ვარ, თუმცა მთავარი მიზანი ოფიციალური მატჩებისთვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნაა. სამწუხაროდ, ხვალ ვერ დაგვეხმარება ზაზა ფაჩულია, რომელიც თბილისში ჩასვლისას შემოგვიერთდება. ასევე, ტრავმის გამო, მანუჩარ მარკოიშვილის არყოფნა დიდი დანაკლისია. ამ მოთამაშეებით ჩვენი გუნდი სულ სხვა იქნება და იმედს ვიტოვებ, ისინი ევროშესარჩევი მატჩებისთვის ჩვენთან იქნებიან”.

ვიქტორ სანიკიძე: “რუსეთის ნაკრებმა ბელარუსთან მაღალი დონის თამაში აჩვენა და ცხადია, დღევანდელ მატჩში რთული ბრძოლა გველის. უპირატესობა რუსეთის მხარესაა, ისინი მასპინძლები არიან და ალბათ ბევრი გულშემატკივარიც მოვა მასპინძელთა მხარდასაჭერად. მთავარია, კარგი თამაში გამოვიდეს და გულშემატკივარმა ისიამოვნოს. რუსეთის ნაკრები საკმაოდ სწრაფ კალათბურთს თამაშობს, თუმცა ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება და ვფიქრობ, საინტერესო ბრძოლა გველის. რუსეთის ნაკრებში აღარ თამაშობს ჩემი მეგობარი პონკრაშოვი, თუმცა დღევანდელ მატჩში ყოფილ თანაგუნდელებს – ყურბანოვსა და ბიკოვს შევხვდები”.

საქართველოს საქომაგოდ ხიმკის დარბაზში მრავალ ქართველს ელიან. მატჩს დაესწრება რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოსთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ზაქარაშვილი, რომლის განცხადებით, მატჩზე დასწრების მსურველმა ქართველებმა 400-ამდე ბილეთი შეიძინეს.

მატჩის ტრანსლაცია ბელარუსთან შეხვედრის მსგავსად, რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განხორციელდება - http://www.russiabasket.ru/game/?id=114739&compId=13099&tab=0&db=org

www.gbf.ge


კომენტარები (43)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:55 | 07.08.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ფოტოს ეხლა дავაკვირдი...
შერმაдინი ცინცაძეზე მაღალი ყოფილა. ნაღдაд არ მეგონა...

11:21 | 07.08.2016
niko_prague (253)

ეს გაყიდული ჟურნალისტები ერთ კითხვას რომ არ დაუსვამენ საერთოდ რას აკეთებს ეს ფედერაცია? ან ამფედერაციაში ვინც დაჯდება კაი შთამომავლობით ნაბოძები რომ გონიათ, რა პროვინციელები მართავენ ამ ქვეყანას გაგიჟდები

11:54 | 07.08.2016
vaxo22 (759)

ზუსტადაც ფედერაციას წლებია არაფერი გაუკეთებია იმის მაგივრად რომ ბავშვთა კალათბურთის განვითარებაზე ეზრუნათ

03:38 | 07.08.2016
tariko (164)

ფაჩულია და მარკოიშვილი თუ დაემატებიან , თორემ 3-4 კალათბურთელით ვერც რუსეთს მოუგებენ და მითუმეტეს ვერც ჩერნოგორიას, დანარჩენები კიდე გინდ გყოლია გინდ არა -ნულია.

10:16 | 07.08.2016
sabonis (9584)

მითუმეტეს, რატომ? ჩერნოგორია ვითო რუსეთზე ძლიერია? არა მგონია, მაშინ შავად ყოფილა ჩვენი საქმე.DD

23:06 | 06.08.2016
vaxo22 (759)

ეს იმის ბრალია რომ ფედერაცია წლებია მახათს იყრის უადგილო ადგილას და სხვას არაფერს აკეთებს

21:54 | 06.08.2016
BEERTRANCE (97819)

ნამეტანი ბლომად გვაქვს გამოსასწორებელი

21:53 | 06.08.2016
Beso.G (437)

კალათბურთის მზე დღეს ჩრდილოეთიდან ამოვიდა......რატო ვეთამაშეთ ასე სუსტად....ტეხავს

21:51 | 06.08.2016
diablo (57)

ფარცჰაკები,ესეც დაიბლოკება?

21:50 | 06.08.2016
diablo (57)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:49 | 06.08.2016
sabonis (9584)

დიქსონა ეტყობა დაწყება კაი იცის მარა გაგრძელება ეტყობა აღარ გაოსდის.D

21:47 | 06.08.2016
sabonis (9584)

იმედია თბპლისში გადაუხდით

21:40 | 06.08.2016
sabonis (9584)

ამხანაგურია მარა მთლად ასე წაგებაც არ შეიძლება.

21:39 | 06.08.2016
BEERTRANCE (97819)

ნამეტანი აიჭრენ, საკმაოდ ბლომად აქვს სამუშაო ზურაბას

21:41 | 06.08.2016
eke99 (1362)

ზურაბას კი აქვს მაგრამ ფედერაციამ რომ წლები გაანიავა და თაობა მოდის მოუმზადებელი და საერთოდ გვენგრევა თავზე კალათბურთი

21:33 | 06.08.2016
sabonis (9584)

ეხ ეს მოკლე სკამი.

22:52 | 06.08.2016
ogafa (10220)

........................

21:29 | 06.08.2016
გუგა80 (1551)

მორიგი ჩა.ჯმა რუსეთთან!

21:29 | 06.08.2016
გუგა80 (1551)

ჩაიჯ.ვეს!

21:28 | 06.08.2016
გუგა80 (1551)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:22 | 06.08.2016
BEERTRANCE (97819)

ტრადიციული პრობლემები ისევ გვაწუხებს ვუთავისუფლებთ 3-ების სატყორცნელ სივრცეს

21:12 | 06.08.2016
არჩილ სოხუმელი (2357)

ზაზა ფაჩულია რატომ არაა?

21:08 | 06.08.2016
stoikovich (5984)

დაგვბომბეს სამიანებით

21:02 | 06.08.2016
Kala94 (6114)

მიდით ლომებო ! ზაზას და მანუს გარეშე თავის მოედანზე ასეთ წინააღმდეგობას ვუწევთ რუსეთს, რომელიც თუ არ ვცდები ოპტიმალური შემადგენლობითაა !

20:55 | 06.08.2016
shakooo7 (2507)

არა უშავს ბიჭებო ამხანაგურია შედეგს არა აქვს დიდი მნიშვნელობა პირველ მეოთხედში ჩვენებმა შეურულეს რასაც ქვია. მასეთი იქნება ჩვენი ნაკრები ოფიციალურებში

20:55 | 06.08.2016
dixdavid (458)

ბურჯანაძის მიკვირს, ვერ გამოიყურება კარგად, არადა ესპანეთში დაფრინავდა.
ალბათ ფორმაში არაა. იმედია თანდათან მოუმატებს.

20:54 | 06.08.2016
dinamo222 (8587)

ჩვენი სკამი მაგრა ჩამორჩება ვინც გამოვიდა ფაქტიურად არაფერი გაუკეთებიაY განსაკუთრებით სანაძე ჩაფლავდა !

20:58 | 06.08.2016
stoikovich (5984)

ეგ არის ჩვენი ნაკრების პრობლემა წლებია, თორე ძირითადი ხუთეული ევროპაში რამდენიმე გუნდს თუ ჩამოუვარდება.

20:53 | 06.08.2016
batumi90 (258)

მწვრტნელის ხელი ეტყობა გუნდს

20:52 | 06.08.2016
stoikovich (5984)

სამქულიანებში ვერ ვყოჩაღობთ, არ უნდა წაგვეგო ტაიმი.

20:50 | 06.08.2016
juansher (788)

აუ, რა ცუდი იგროკია ეს ცინცაძე რა. მაგრამ არ მევასება. ხო ღლეობა ბევრს, კარგავს უაზროდ და უკანაც არ გამორბის. ფუუუ...

20:49 | 06.08.2016
georgia74 (507)

ზაზა რატომ არარის?

20:48 | 06.08.2016
batumi90 (258)

მოზგოვ ლებრონმა დედა მოგიკიტხა როგორაოო

20:47 | 06.08.2016
donnucha (55)

სათადარიგოს ბურთი არ ჩაუგდია თამაშიდან 4 ჯარიმა მხოლოდ 20 წუთში ძალიან ცუდი შედეგია.

20:37 | 06.08.2016
datoya (195)

საქართველო-რუსეთი კალათბურთი ლაივიstripslashes((strlen('http://www.russiabasket.ru/')>0?' http://www.russiabasket.ru/':' http://www.russiabasket.ru/'))

20:34 | 06.08.2016
donnucha (55)

მეორე თამაშია ჯერ ვერაფერს ვიტყვით დიქსონზე 1 2 თამაში ყველას შეუძლია ითამაშოს მაღალ დონეზე მთავარია სტაბილურობა. სანაძე და ბურჯანაძე არ მომწონს რა

20:34 | 06.08.2016
BEERTRANCE (97819)

ჯერ ვერ მეჯერება რაცხა ნუთუ წესიერი ზანგი ავიყვანეთ

20:33 | 06.08.2016
sabonis (9584)

დიქსონი რაა იცით ეტყობა რაც შეუძლია იმას გულით აკეთებს და ბოლოდე იხარჯება, შეიძლება ჰიკმანი და თუნდაც პულენი უფრო კლასნებია მარა რათ ქინდა ისე გამოდიოდნენ თითქოს თავს გვამადლიდნენ აშკარად ოვალეობის მოხდის მიზნით იყვნენ მოედანზე და ბოლომდე არ იხარჯებოდნენ.

20:25 | 06.08.2016
batumi90 (258)

აბა როგორ მახსოვს დიქსონს როგორ აკრიტიკებდნენ ყოჩაგგ

20:23 | 06.08.2016
sabonis (9584)

ყოჩაღ ბიჭებო.

20:23 | 06.08.2016
babuna18 (337)

დიქსონზე ამბობდნენ ეს რამ მოაყვანიათო და ტიპი რას შვება

20:27 | 06.08.2016
sabonis (9584)

აბა

20:16 | 06.08.2016
donnucha (55)

ალბათ მოვიგებთ.

20:14 | 06.08.2016
BEERTRANCE (97819)

მსაჯების დდშ

19:53 | 06.08.2016
juansher (788)

ლინკზე რომ გადახვალთ, მერე ვიდეოს უნდა დააჭიროთ.

19:00 | 06.08.2016
LA.paata (757)

ბოლოში წერია სადაც შეიძლება ყურება...

19:52 | 06.08.2016
juansher (788)

10 წუთით ადრე შევდივარ და არაფერია ჯერ, ვიდეოს მსგავსიც კი.

მეტის ნახვა
0.149974