ფეხბურთი

16:23 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო ისევ დაშავდა

ფრანგული “მონაკოს” კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ტრავმირებულია. როგორც მონეგასკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელი მარცხენა ბარძაყზე მიღებული დაზიანების გამო მოედანზე გასვლას რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს. ფალკაომ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის “ფენერბახჩესთან” საპასუხო მატჩისას მიიღო.

მოგეხსენებათ, რადამელ ფალკაო “მონაკოს” ინგლისური წარუმატებელი თავგადასვლის შემდგომ დაუბრუნდა და საკმაოდ კარგ ფორმაშიც შედიოდა. “ფენერბახჩეს” კარი მან ორივე თამაშში აიღო, მაგრამ ტრავმებმა სამხრეთამერიკელი მაინც არ დაასვენა.

0.114433