ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე კარიერას უელსურ “სუონსი სიტიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. 31 წლის შემტევმა “სუონსისთან” 2-წლიანი კონტრატს მოაწერა ხელი.
ლორენტემ გასული სეზონი ესპანურ “სევილიაში” გაატარა, თუმცა თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა და ლა ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე იგი ტურინის “იუვენტუსში” ირჯებოდა, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი ბილბაოს “ატლეტიკში” აქვს გატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ. ამდენი მაყუთი წყალში მარტო ბარსას აქვს გადაყრილი : ))
ვუდვორდი მოიყვანეს,რომელმაც ფულის შოვნის მეტი არაფერი არ იცის
რა გეცქარებატ ჯერ ცემპიონშიპში იფიქრეთ მერე მაგაზე