ფეხბურთი

20:01 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ გელაშვილმა თბილისის “დინამო” დატოვა

ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელიც დღეს 31 წლისა გახდა, თბილისის “დინამო” დატოვა. ეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. გელაშვილი მიმდინარე წლის დასაწყისიდან თამაშობდა “დინამოში” და ჩემპიონატის მატჩებში ერთი გოლის გატანა შეძლო.

გელაშვილმა საუკეთესო სეზონები “ვიტ ჯორჯიაში” და განსაკუთრებით “ზესტაფონში” გაატარა, შემდეგ გადავიდა გერმანულ “ბოხუმში”, იყო ასევე აზერბაიჯანის “ყარაბახში”, ალბანეთის “ფლამურტარიში”, კვიპროსის “პაფოსშიც”. თუმცა 2011 წლის შემდეგ, რაც “ზესტაფონიდან” წავიდა, შედეგიანობას ძალიან უკლო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა გელაშვილი.

0.113978