ფეხბურთი

20:41 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის 6 თვის ანგარიში

2016 წლის 1 მარტს ფუნქციონირება დაიწყო ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა. 1 მარტიდან ფონდმა მუნიციპალიტეტებიდან მიიღო 10226633 ლარი, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან 6000000 ლარი.

1 მარტიდან 1 აგვისტომდე ფონდმა განახორციელა უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის 68 (როგორც მუნიციპალური, ისე კერძო) კლუბის დაფინანსება.

2016 წლის 1 მარტამდე მუნიციპალური კლუბების მიერ მუნიციპალიტეტიდან მიღებული დაფინანსება შეადგენდა 6331817 ლარს (ცხრილი №1).

2016 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ფონდის მიერ კლუბების დაფინანსებამ შეადგინა 15808087 ლარი (ცხრილი №2).

2016 წლის მაისი-ივლისი - ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 10935 ლარით დააფინანსა სამოყვარულო ლიგის მიერ ორგანიზებული თბილისის ჩემპიონატი მოყვარულ ფეხბურთელთა შორის.

2016 წლის განმავლობაში უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის 58 კლუბის (21 კერძო, 37 მუნიციპალური) დაფინანსება ჯამურად გაიზარდა 16007906 ლარით (ცხრილი №3).

დაგეგმილზე ნაკლები დაფინანსება აქვს 12 მუნიციპალურ კლუბს, მათ შორის 4 კლუბს, ლიგაში დაქვეითების მიზეზით - სულ 932593 ლარი (ცხრილი №4).

ამასთან, 2016 წლის 1 აგვისტოდან ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი მოახდენს უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბების საბაზისო დაფინანსებას 10039,034 ლარით, საპრიზო ფონდი განისაზღვრება 750000 ლარით, კლუბების ფინანსური სტიმულირება 1900000 ლარით, ხოლო მასობრივი ფეხბურთი და სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამები დაფინანსდება 1489065 ლარით.

ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი

მთავარი ცხრილი
ცხრილი #1
ცხრილი #2
ცხრილი #3
ცხრილი #4
0.172768