უეფას საკლუბო კოეფიციენტების მიხედვით, საქართველო 38-ე ადგილზეა და 16 ქვეყანას უსწრებს. ქართულმა კლუბებმა წლევანდელ ევროტურნირებზე 1,125 ქულა აიღეს. ცნობისთვის. მოგება 0,250-ით ფასდება, ფრე კი – 0,125-ით.
2016/17 - 1,125 ქულა; 2015/16 – 0,625; 2014/15 – 1,250, 2013/2014 – 1,875, 2012/2013 – 1,500. ჯამში 5 წლის მონაცემებით – 6,375.
როგორც ხედავთ, ყველაზე ცუდად ჩვენმა გუნდებმა შარშან ითამაშეს. შანსი არის, რომ საქართველომ წლევანდელი მწირი მონაგარი გაზარდოს. თბილისის “დინამო” ევროპის ლიგის ფლეი-ოფშია გასული და ბერძნულ პაოკ-ს ხვდება. 37-ე ადგილზე ბოსნიაა, რომელიც 0,250 ქულით გვისწრებს, ხოლო მის წინ ფინეთი – 1,275 პუნქტით წინაა. არც ფინეთს და არც ბოსნიას მიმდინარე ევროთასებზე გუნდი არ დარჩათ.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, საქართველო უსწრებს ლატვიას (მე-40), ესტონეთს (43-ე), სომხეთს (45-ე), ლიტვას (48-ე). აზერბაიჯანი კი უკვე 25-ე პოზიციაზეა
აქვე, პირველი ათეულიც. რა თქმა უნდა, სოლიდური ფორით ლიდერობს ესპანეთი და ეს გასაკვირი არაა, რადგან ევროტურნირები ბოლო წლებში ლამის საშინაო საქმედ აქციეს. აი, მეორე-მესამე-მეოთხე ადგილებს შორის კი ქულებში დიდი სხვაობა არაა.
1.ესპანეთი – 87,141; 2. გერმანია – 66,784, 3. ინგლისი – 62,891, 4. იტალია – 60,665; 5. საფრანგეთი – 44,082, 6. რუსეთი- 42,982, 7. პორტუგალია – 42,915, 8. უკრაინა – 38,233, 9. ბელგია – 31,700, 10. თურქეთი – 31,400.