ფეხბურთი

13:50 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი “რომაში” დაბრუნდა

იტალიურმა “რომამ” ლონდონის “არსენალიდან” პოლონელი მეკარე ვოიცეხ შჩესნი დაიბრუნა. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. შჩესნი “სტადიო ოლიმპიკოზე” საიჯარო ხელშეკრულებით 2017 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მშვენიერი ერთი სეზონის მერე, ისევ მომეცა შანსი აქ თამაშის. მიხარია, რომ მწვრთნელმა კვლავ მოისურვა ჩემთან მუშაობა. იმედია, ეს სეზონი უკეთესი იქნება, ვიდრე გასული”, - განაცხადა შჩესნიმ წარდგენისას.

შეგახსენებთ, ვოიცეხ შჩესნიმ 2015-2016 წლების სეზონიც ასევე იჯარით “რომაში” გაატარა და ჯამში მისი კარი 42-ჯერ დაიცვა. “არსენალში” დაბრუნება კი პოლონელს დროებითი გამოუვიდა და ისევ “რომას” მიაშურა.

0.120551