უეფას შტაბ-ბინაში ახლახან დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის პლეი-ოფის წილისყრა. 10 წყვილიდან ყველაზე საინტერესოდ ორი გამოიყურება: "პორტუ" - "რომა" და "ვილიარეალი" - "მონაკო".
საბოლოოდ გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
ჩემპიონთა ბადე
"ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) - "პლზენი" (ჩეხეთი)
"სელტიკი" (შოტლანდია) - "ჰაპოელი" (ისრაელი)
"კოპენჰაგენი" (დანია) - "აპოელი" (კვიპროსი)
"დანდალკი" (ირლანდია) - "ლეგია" (პოლონეთი)
"დინამო" (ხორვატია) - "ზალცბურგი" (ავსტრია)
არსაჩემპიონო ბადე
"სტიაუა" (რუმინეთი) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)
"პორტუ" (პორტუგალია) - "რომა" (იტალია)
"აიაქსი" (ჰოლანდია) - "როსტოვი" (რუსეთი)
"იანგ ბოიზი" (შვეიცარია) - "გლადბახი" (გერმანია)
"ვილიარეალი" (ესპანეთი) - "მონაკო" (საფრანგეთი)
უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 16/17 და 23/24 აგვისტოს გაიმართება.