ფეხბურთი

12:43 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუნის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერის უეინ რუნის სახლში მძარცველები შეიჭრნენ, აღნიშნულ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სამართალდამცავთა ოპერატიული მოქმედების შედეგად ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, სახლში მძრცველების შესვლიდან რამდენიმე წუთში პოლიცია ადგილზე სამი მანქანით და ვერტმფრენით მივიდა და დამნაშავეები ადგილზე დააკავა.

მომხდარის დროს რუნი და მისი ოჯახი “ოლდ ტრაფორდზე” იმყოფებოდა.

თეგებიუეინ რუნი
0.118504