ევროპის ლიგაზე, რა თქმა უნდა, უმთავრესად თბილისის "დინამოს" ამბები გვაინტერესებს, მაგრამ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები გაიმართა და ქართველ ლეგიონერებზე დავწერთ.
ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" შარშანდელივით ექსპრესივით მიდის საკვალიფიკაციო ეტაპზე. "სამტრედიას" შემდეგ, აზერბაიჯანულმა კლუბმა უნგრეთის მტკ გამოთიშა და აი, ფრანგული "ლილიც" ჩამოიშორა. სტუმრად 1:1-ის შემდეგ, "გაბალამ" შინ 1:0 მოიგო. კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა და სასიამოვნოა, რომ ეს ფეხბურთელი წლიდან წლამდე პროგრესირებს - "გაბალაშიც" ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ, ისევე როგორც "ინტერში" იყო.
"ლილში" ყველაზე აქტიური იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალის გმირი, პორტუგალიელი ედერი.
შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავავის "მაკაბიმ" რუმინულ "პანდურისთან" საშინაო შეხვედრაც მოიგო - 2:1. შეგახსენებთ, პირველ მატჩში თელავიველებმა 3:1 იმარჯვეს. შოთას გუნდმა ზედიზედ მესამე ეტაპი გაიარა.
ჩეხეთის "სლავიამ" მოახერხა ფლეი-ოფში გასვლა: ლევან ყენიას გუნდმა შინ 0:0-ის შემდეგ, სტუმრად 1:1 ითამაშა პორტუგალიის "რიუ ავესთან". ყენია სათადარიგო იყო, მოედანზე არ შეუყვანიათ.
გიორგი ქვილითაიამ გუშინ ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი ვენის "რაპიდთან" და ამდენად, ვენელთა ამბებიც საინტერესოა. "რაპიდმა" სტუმრად 0:0-ის შემდეგ, შინ 3:0 სძლია ბელარუსის "ჟოდინოს". 3:0 კიდევ შვება იყო ბელარუსთათვის, ავსტრიელებს გაცილებით დიდი ანგარიშით მოგება შეეძლოთ.
ქვილითაია ფლეი-ოფში ვერ ითამაშებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა თბილისის "დინამოში". აი, ჯგუფში თუ გავა "რაპიდი", მერე შეეძლება გიორგის თამაში.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აეკ-ი გავარდა: სტუმრად ნულოვანი ფრის შემდეგ, შინ 0:1 წააგო ფრანგულ "სენტ ეტიენთან".
უკრაინული "ვორსკლა" ზაგრების "ლოკომოტივთან" შინ 2:3 დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა. სანდრო კობახიძის აქტიურობას მეტოქის ავტოგოლი მოჰყვა და ქართველმა მთლიანობაში აქტიურადაც ითამაშა, მაგრამ "ვორსკლა" დამარცხდა.
მოულოდნელი იყო მოსკოვის "სპარტაკის" გავარდნა ლარნაკას აეკ-თან. სტუმრად 1:1-ის შემდეგ (სადაც ჯანო ანანიძემ მშვენიერი გოლი გაიტანა), შინ ბოლო წუთებზე გაუშვა და 0:1 დამარცხდა. ჯანო სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს. იძულებითი ცვლილება იყო.
"სპარტაკის" მწვრთნელი დმიტრი ალენიჩევი: "დღეს ჯანოს დაყენება სარისკო იყო. მცირე ტრავმა ჰქონდა. ველაპარაკე, მან კი მითხრა, ვცდიო. თუმცა, ტრავმამ იჩინა თავი".
სავარაუდოდ, ჯანო რამდენიმე დღე დაისვენებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე აღმოსავლეთ საქართველოში გუდნებმა მეტნაკლებად გამოიხეეს თვალში აგერ დინამო, გორი და რუსთავია წელში მეტნაკლებად გამართული...დასავლეთშიც რომ იყოს მინიმუმ ერთი დინამოს შესაძლებლობის გუნდი ძალიან კაირგი იქნება კონკურენციისთვის
ბიჯებო აზერბაიდჯანს დაუცერე დინამო ტბილისი ნეფტჩის გახევს მეტკი იმან მომცერა არ არისო ტკვენი დინამო ჩვენ ევროპის ლიგის ჯგუპურზე ვტამაშობდიტო და ტკვენ არაო და მე მივცერე ჩვენ ევროპის ლიგა მოვიგეტკო სამაგიეროდ და ხმა ჩაიგდო მერე
ჰაჰჰაჰაჰაჰა

იმედია ძველი მეტალურგი დაბრუნდება,
დინამო, დილა,ზესტა, ტორპედო, მეტალურგი, ძაან გაასწორებს თუ ამ გუნდებს ნუ დინამოზე არ ვლაპარაკობ კარგი სპონსორები ეყოლებათ და ფულს ნორმალურად ჩადებენ თავიანთ გუნდებში, დონეც აიწევს, კონკურენციაც გაიზრდება და თავისთავად უფრო ძლიერი იგროკებსაც გაუჩნდებათ სურვილი რომ აქ ითამაშონ
ძარიას 3-4 კვირა გაუცდება
3 კვირა ალბად საპასუხო მატჩისთვის მზად იქნება 3 ამე ეტაპის
იმედია რა თორე კაია ძარო
ნუ უსმენტ ამ ნიკა ივანიშვილს ეგ სამართლიანად ვერაფერს ვერ მოიგებს და პროსტა უნდა აჯიოტაჯი შექმნას დააიგნორეთ ყველამ წეროს და იკითხოს ყველაზე დინამოს მიმართ შურიან გაზეთში ლელოში
)
momaval wels rustavi unda daematos dinamos dilas da zestas da evropashi bevri qulebi aigoნ
amas tavi xom araferze ak mirtkmuli
საჩხერის თამაშს აჩვენებენ?
ეს ნახეთ რა
0?'>http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/52387-nika-ivanishvili-roman-fifiasgan-kompensaciad-10-mln-lars-vithkhovth.html':'>http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/52387-nika-ivanishvili-roman-fifiasgan-kompensaciad-10-mln-lars-vithkhovth.html'))
ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ
ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დინამო" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისს" სასამართლოში უჩივის და საქმის ვითარებაში უკეთ გასარკვევად ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" ხელმძღვანელს, ნიკა ივანიშვილს მივმართეთ.
- ჩვენს კლუბს 85-წლიანი ისტორია აქვს, 2001 წელს, როცა შპს-ების ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობდა, სახელი შეეცვალა და "ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დინამო" დაერქვა.
ჩვენი კლუბი თბილისის "დინამოს" ერთ- ერთ დამფუძნებლად დარჩა მაშინაც, როცა ეს საფეხბურთო კლუბი მერაბ ჟორდანიას და შპს "ბერმუხას" ხელში გადავიდა 90-იანი წლების დასაწყისში. მაშინ ჩვენი წილი ამ კლუბში 15 პროცენტი იყო, ჩვენ გვეკუთვნოდა "დინამოს" საწვრთნელი ბაზაც დიღომში.
როცა დაფუძნდა ახალი კლუბი და მას "დინამო თბილისი" დაერქვა, ამ კლუბის 10 პროცენტი იყო ჩვენი და პლუს ბაზა.
ამის შემდეგ, წინა ხელისუფლების ზეწოლის პირობებში "დინამოს" დიღმის ბაზა 600 000 ლარად დავთმეთ, რაც არარეალური ფასია, ერთი კვადრატული მეტრი 15 ლარი გამოდის, თანაც მიწის გარდა ამ ბაზაზე შენობა-ნაგებობებიც ხომ იყო.
- წინა ხელისფლების ზეწოლაში რას გულისხმობთ?
- წლების განმავლობაში არ გვაძლევდნენ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, არადა ამის არანაირი უფლება არ ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საკუთარი ბინის სარეესტრო ამონაწერი არ მოგცენ. მოკლედ, არ გვაძლევდნენ საბუთს იმაზე, რომ ეს ჩვენი ქონება იყო და ასეთ დროს ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ჩვენი შეხედულების მიხედვით გაგვესხვისებინა ჩვენივე ქონება. ერთი სიტყვით, ყველანაირად შებოჭილები ვიყავით.
- "დინამო თბილისის" პრეზიდენტს თუ შეხვდით მანამ, სანამ ბაზას 600 000 ლარად დათმობდით?
- შეხვდი და თვითონ ფიფიამ მითხრა გაყიდვის პირობები. როგორც კი შეთანხმებას მივაღწიეთ და ხელშეკრულება გაფორმდა, იმავე დღესვე გაჩნდა ამონაწერიც საჯარო რეესტრიდან.
- ფიფიასგან ახლა რას ითხოვთ?
- იმის გათვალისწინებით, რომ ზეწოლის გამო დავთმეთ ამხელა ქონება, მოვითხოვთ ფულად კომპენსაციას. 2011 წლის ივნისში აუდიტს შევაფასებინეთ "დინამოს" დიღმის ბაზის ღირებულება და ასეთი ციფრი მივიღეთ - 10 მილიონი ლარი.
ჩვენს კლუბს თანხები ყველაზე უფრო იმისითვის სჭირდება, რომ ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობებსაც მიეხედოს.
სანამ ფიფია გახდებოდა "დინამო თბილისის" პრეზიდენტი, ეროვნული სტადიონის აქციათა 34 პროცენტი ჩვენი იყო, მერე კი თბილისის მერიამ 11 პროცენტზე ჩამოგვიყვანა. ადრე სხვადასხვა სპორტული სექციები იყო ამ სტადიონზე, ახლა კი მხოლოდ მაღაზიებია.
მერიას უნდა ვკითხოთ, რატომ გადასცა ფიფიას ეს სტადიონი 49 წლით მართვაში. ფიფიას არაპარტნიორული დამოკიდებულება აქვს სხვებთან.
- არსებობს წერილი, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე აწერს ხელს და ამ წერილში საუბარია ამ სადაო საკითხის მოგვარებაზე, კონსესუსის მიღწევაზე, თუმცა მერე გაჩნდა კიდევ ერთი, საპასუხო წერილი რომან ფიფიას სახელზე, რომელსაც ასევე რამდენიმე ცნობილი პიროვნება აწერს ხელს: უწინდელ, წერილზე ხელი ისე მოგვაწერინეს, რომ შეცდომაში შეგვიყვანესო... ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, გელა კეტაშვილი - ამ საპასუხო წერილსაც ასეთი ხალხი აწერს ხელს...
- სამწუხაროდ, არც პირველ წერილზე და არც მეორეზე, ამ ხალხმა ხელი ისე მოაწერა, რომ ყურადღებით არ წაუკითხავს, იქ რა ეწერა. ვფიქრობ, მეორე წერილს მათ ფიფიას ზეწოლით მოაწერს ხელი.
- იურიდიულად რა ეტაპზეა ეს საქმე?
- სასამართლომ საქმე დღეს წარმოებაში მიიღო.
- ამ პერიპეტიებით "დინამო თბილისის" გუნდს ხელი არ შეეშლება?
- არანაირად, უბრალოდ ბაზის გასხვისების უფლება შეუჩერდა "დინამო თბილისს" ათი დღით. არ იყო გამორიცხული, რომ ეს ბაზა იპოთეკით დაეტვირთათ და დიდი კრედიტი აეღოთ, ანუ ბაზა რომ დატვირთულიყო ვალდებულებით.
- რამდენად გაქვთ იმის იმედი და შანსი, რომ სასამართლო თქვენთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს?
- სამართლიანობის აღდგენა ახლა ძალიან აქტუალურია და ეს სპორტშიც უნდა მოხდეს. არავისთვის არ უნდა იყოს საკამათო, რომ სპორტიც "ნაციონალური მოძრაობის" ზეწოლის ქვეშ იყო.
Davita16
ტრიბუნები უნდა გაადიდონ? მაგას ჯობია მინდვრის საფარი გამოცვალომ, ტაბლო და განათება დააყენომ. ფეხბურთელებს იმ სიცხეში კლავენ
ტაბლო აქვთ.რაც შეეხება განათებას ეგეც კი აქვთ მარა მაგ განათებას არ აქ ტრ.აკი
თუ ტრიპინებს გაადიდებენ ხალხს მიიზიდავს და ეს იქნება პლიუსი მარა თუ ფეხბურთი ვერ ითამაშეს მერე გაიზიდება ხალხი.ამ 2 საათზე და 3 საათზე რო დააყენებდნენ თამაშს ხანდახან თუ გავიპარებოდი სკოლიდან(აბა ოქმი არ მინდა
)და ისე ვერ ვახერხებდი ზოგჯერ მისვლას.დამიჯერე ტრიბუნების გადიდებით ხალხი მოიხიბლება და მივა სტადიონზე პროსტო შედეგს მიაღწიონ ბიჭებმა
ჩამოიყვანენ ნიგერიის რომელიმე სოფლიდან ლეგიონერს რომელმაც ფეხბურთის აზრზე არაა
მიდი ბიჭებო თქვენ მოუმატეთ და იბძოლეთ მაღალი მიზნებისთვის და ხალხიც ივლის. ერთი თხოვნას თუ გაითვალისწინებთ გულშემატკივრისგან და განათებას დააყენებთ რათა გვიან დროს ჩატარდეს თამაშები უფრო მეტი ხალხი სტადიონზე ეს თქვენთვისაც მომგებიანია და ჩვენთვისაც. უამრავი ადამიანი სტადიონზე იმიტომაც ვერ დადის რომ თამაშები შუა დღეს იმართება და ამ დროს ხახლი სამუშაოზე ან სასწავლებელში, სკოლაში და მიუხედავად იმისა რომ გულით უნდათ გუნდის ქომაგობა ვერ ახერხებენ მოსვლას.....გუნდა კარგი შევსება მიიღო მაგრამ აუცილებელია მეკარეც დავიმატოთ რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაიწრას რუსთავში მეკარის პრობლემა რომელიც უკვე დიდი ხანია დგას.
პ.სstripslashes((strlen('https://www.facebook.com/groups/248521721919856/')>0?' https://www.facebook.com/groups/248521721919856/':' https://www.facebook.com/groups/248521721919856/')) რუსთავიიიი
მიდით თქვენი იმედი მაქ იმედია ძველი რუსთავი დაბრუნდება და უფრო უკეთესი და იმედია ხალხიც ივლის სტადიონზეეე.ისე ცოტა რო გაადიდონ რაუჭირს
აი კარებების უკანაც რო დააყენონ ტრიბუნები
რისთვის გაადიდონ?
)))ხალხი არ დადის და კიდე გაადიდონ?
ხოდა რო გაადიდებენ ხალხს უფრო მოეწონება და ჯერ მაგიტო მოემატება გულშემატკივარი მაგრამ თუ ქათმებივით ითამაშებენ ფეხბურთელები ისევ დაკარგავენ გულშემატკივარს.ევრო ლიგაზეე ბანანთს-თან თამაში რო იყო ადგილები ვერ მოვძებნე იმედი ხალხი ფეხზე იდგა