რიოში ძიუდოს ოლიმპიური ტურნირის წილისყრა შედგა, რომელიც გასაგებ მიზეზთა გამო, ქართველ გულშემატივრებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოს ნაკრები 8 სპორტსმენით (7 ვაჟი, 1 ქალი) იქნება წარდგენილი.
6 აგვისტოს, ტურნირის საწყის დღეს საქმეში ამირან პაპინაშვილი (60 კგ.) ჩაებმება, რომელიც პირველ წრეში ისვენებს, შემდეგ კი ძალებს კანადელ სერჯიო პესოასთან მოსინჯავს. მოსალოდნელია, რომ ქართველ ძიუდოისტს მეოთხედფინალამდე მისვლის პრობლემა არ ექნება, იქ კი, სავარაუდოდ, იაპონელი ნაოჰიშა ტაკატო ელის.
7 აგვისტოს ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) გავა, რომელსაც ცუდი წილისყრა ნამდვილად არ შეხვდა. საწყის წრეში ვაჟაც თავისუფალია, შემდეგ კი სლოვენიელ ადრიან გომბოკთან ჭიდილი ელის. თუკი მოულოდნელი არაფერი მოხდა, მარგველაშვილი მეოთხედფინალში თავისუფლად უნდა გავიდეს, სადაც დიდი ალბათობით, რუს მიხაილ პულიაევთან პაექრობა მოუწევს.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ასპარეზობას 8 აგვისტოს შედგება. ლაშა პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორეში კუბელ მაგდიელ ესტრადას და ჩეხ იარომირ იეზეკს შორის უმჯობესს დაელოდება. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, სავარაუდოდ, იაპონელი შოჰეი ონო ელის.
9 აგვისტოს ოლიმპიურ ტატამზე პირველი განთესვით გავა ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.). საწყის რაუნდში ისიც თავისუფალია, შემდეგ კი, ძალებს კუბელ უვან ფელიპე სილვა მორალესთან მოსინჯავს. სავარაუდოა, რომ მერვედფინალში ავთოს პირისპირ ვეტერანი ქართველი ძიუდოისტის გიორგი რევაზიშვილის ვაჟი დადგება, რომელსაც საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს და რომან მუსტოპულოსის სახელით ირჯება. თუკი ჭრიკიშვილმა მასაც აჯობა, მეოთხედფინალში ბელგიელ იოახიმ ბოტიეს უნდა ელოდეს.
ოლიმპიადაზე 10 აგვისტოს, ერთ-ერთი ფავორიტის რანგში წარსდგება ვარლამ ლიპარტელიანიც (90 კგ). ცხადია, პირველ ეტაპზე ისიც ისვენებს, შემდეგ კი ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონთან დაპირისპირება მოუწევს. ვარლამს მეოთხედფინალამდე სერიოზული მეტოქე არ ჰყავს, იქ კი, ვის უნდა ელოდეს, ძნელი პროგნოზირებადია. ბადის ქვედა ნაწილში დაახლოებით თანაბარი ძალის ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია), ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი), ეშლი გონსალესი (კუბა) და ქუედაუ ნჰაბალი (უკრაინა) არიან.
ქართველი გულშემატკივარი დიდი იმედებით ელის ბექა ღვინიაშვილის (100 კგ.) ასპარეზობასაც, რომელიც რიოს ტატამზე 11 აგვისტოს გავა. ბექა საწყის წრეს ტოვებს, მეორეში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ბენჯამინ ფლეტჩერს გაეჯიბრება. ნიჭიერ ქართველ ძიუდოისტს ამ ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს, რა შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ბელგიელ ტომა ნიკიფოროვზე გავა. თუკი ღვინიაშვილმა წინსვლა განაგრძო, მეოთხედფინალში, დიდი ალბათობით, ან ფრანგი სირილ მარე ელის ანაც ჰოლანდიელი ჰენკ გროლი.
ვაჟთა ნაკრებში ყველაზე მძიმე წილისყრა მძიმეწონოსან ადამ ოქრუაშვილს ერგო, რომელიც პირველივე წრეში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაეჭიდება. თუკი მას აჯობა, ადამს სავარაუდოდ, თანამემამულე უშანგი კოკაურთან მოუწევს საქმის გარკვევა, რომელიც რამდენიმე წელია აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს. ქართველი ძიუდოისტის ბადის ქვედა ნახევრიდან უნგრელ ბარნა ბორს და ტუნისელ ფაისელ ჯაბალას გამოვარჩევთ, თუმცა, მეოთხეფინალამდე მისვლისთვის, ადამს ბევრი ოფლისღვრა მოუწევს.
საქართველოს წარმომადგენელ ერთადერთ ქალ ძიუდოისტ ესტერ სტამს (70 კგ.) საქმეში 10 აგვისტოს ვიხილავთ და მას ძალიან რთული გზის გავლა მოუწევს. სტამი საწყის რაუნდშივე ძლიერ მონღოლ ნარანჯარგალ ცენდ-აიუშს დაუპირისპირდება, შემდეგ კანადელი კელიტა ზუპანჩიჩი მოდის, ბადის ზედა ნაწილში კი პირველი განთესვის მქონე ჰოლანდიელი კიმ პოლინგი და იაპონელი ჰარუკა ტაჩიმოტო არიან. მოკლედ, თუკი ესტერმა ნახევარფინალამდე მისვლა შესძლო, ეს ნამდვილი გმირობა იქნება.
წილისყრის შედეგების სრულად აღსაქმელად მათ ფოტოების სახით გაჩვენებთ. შესაბამისად, ქართველი ძიუდოისტების შანსების შესახებ უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა უბედურებააა ესსს
ამირან ბრინჯაო გვაჩუქე
რა ხდება ხალხო? სად ვნახო პაპინაშვილის ჭიდაობა?
რა ხდება ხალხო? სად ვნახო პაპინაშვილის ჭიდაობა?
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/david.kevkhishvili.31/posts/642504215913528')>0?'https://www.facebook.com/david.kevkhishvili.31/posts/642504215913528':'https://www.facebook.com/david.kevkhishvili.31/posts/642504215913528')) მაყურებლის მიერ გადაღებული პაპინაშვილის იპონი (დარბაზში მჯდომი გულშემატკივრისგან)
ღმერთს ვთხოვ ოღონდ ეხლა მოიგოს ამირნმა.ყველაზე ცუდი ეხლა ნახევარფინალია წასაგები. შეიძლება საერტოდ კაცი უმედლოდ დარჩე. არადა ამხელა საქმეა გაკეთებული... უფალმა გადმოგვხედოს ყველას!!! უნდა მოვიგოთ ნახევრაფინალი აუცილებლად!!!
ბრავო ბრავო ბრავოოოოოოოო ამირაააააააან !!!
საზოგადოებრივი გამოაცხადა რომ პირველ წრეს პაპინაშვილი გაცდაო.... ეს რა ხდება...უბრალოდ სირცხვილია....ვაი ვაი ვაი....
აბა გავგიჟდი
)) სილქ ტვ მაქ და უკან რატო მაქვს გადახვეული მეთქი ვიფიქრე
)) და თურმე მაგათგან არაფერია მოულოდნელი
))
ახალ სტატიაზე გადავიდეთ ნახევარი სასტავი მანდაა
თურქულმა არხმა აჩვენა და ქართულმა – არა.
ვისაც არ გინახავთ ამირან პაპინაშვილის გდება
0?'>https://www.facebook.com/welovejudo90/?fref=ts':'>https://www.facebook.com/welovejudo90/?fref=ts'))
პირველი არხი არის საყ..ევეთი ტელევიზია.
აუ რას დახტიან წინ და უკან, დავიბენი. იმედია გავა ფინალში, აშკარად კარგი ბიჭია. პრინციპში კვიცი გვარზეო და შვილი მამას ჯობდესო და ვნახოთ
ჯერ 20 წლისაც არაა, გაიზრდება და მოუმატებს
რუსებს ვუგებთ 25-19 მეორე პერიოდი დაიწყო (კალათბურთი)
სად უყურებ
stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/94994-saqarthvelo-vs-rusethi-live-stream.html')>0?'http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/94994-saqarthvelo-vs-rusethi-live-stream.html':'http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/94994-saqarthvelo-vs-rusethi-live-stream.html'))
ოპა, მეშვიდეზე გადავიდა
სად ნახულობ?
stripslashes((strlen('https://www.rio2016.com/en/shooting-10m-air-pistol-mens-qualification')>0?'https://www.rio2016.com/en/shooting-10m-air-pistol-mens-qualification':'https://www.rio2016.com/en/shooting-10m-air-pistol-mens-qualification'))
არადა სროლების ლინკი ვერ ვნახე ვერსად
ჩვენი კალათბურთლები ჯერჯერობით ნორმალურად ეთამაშებიან ღრუსებს
აბა რაების ყურება შეიძლება მანამდე
სროლები უნდა დაიწყოს და ვნახოთ რას იზამს დედაშვილი
შვილი ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა, 8 გადის ფინალში, მაგრამ არ აჩვენებენ ეს დასახვრეტები
ჰო მარა არ აჩვენებენ სროლებსაც.
პირველ არხს ისე აქვს აწყობილი, რომ ქართველების გამოსვლას არ აჩვენებს
22:30-ზე იწყება რეპეშაჟი და ეგრევე მიყვება ნახევარფინალები, სადღაც 11-ისთვუის უნდა მოუწიოს პიპოს გამოსვლა
რა სიდამპლეაააააა ესააა ოლიმპიადის ჩვენება?
ესაა მახე ფულის გასაკეთებლად და ხალხის მოსატყუებლად
ესენი არიან ფულის მონები თიკო. მოატყუეს ხალხი
ძმურად მითხარით პაპინას ჩანაწერები სად ვნახო?
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/welovejudo90/?fref=ts')>0?'https://www.facebook.com/welovejudo90/?fref=ts':'https://www.facebook.com/welovejudo90/?fref=ts'))
ჩანაწერებს ჯერ ვერ ნახავ ვერსად
ნახევარფინალშია? რამდენ ხანში ექნება სხვატკა
2 საათში
2 საათში
გაიხარე
აუ რა ქაჯები არიან, სალუქვაძის ბიჭი ისვრის და მაგსაც არ აჩვენებენ


არ აინტერესებთ მაგათ ქართველების გამოსვლა. მაგათთვის მთავარი 15 წუთში ერთხელ რეკლამებია
რეკლამა ოლიმპპიადის დროს დიდი ფულია ჩვენდა სამწუხაროდ
მართლა?
(((მეორე არხზე მაინც ჩართონ
ოხოხოხოხოხოხოხოხოხოო რა გადზლებს ორი საათი
თევზივით არის მუდრანოვი და საოცრად სრწაფიათან საოცრად მოქნილი.მოკლედ ძალიან მაგარი მოჭიდავეა მართლაც. ერთადერთი ეტყობა გამძლეობაში აქვს სისუსტე და ძალიათაც ჩამოუვარდება პაპინას. ამიტომ ძალისმიერად უნდა დაჩაგროს თავიდანვე და ახოხიალოს მუხლებზე 2 წუთის მერე დააბერტყებს კიდეც.იმედია ასეც იქნება ან თუნდა უკეთესად))) უფალი შეეწიოს ამირანს და ჩვენ ყველას.
პირიქით. ორი წუთი უნა არენინოს და მერე უნდა შეუტიოს. თავიდანვე არ შეიძლება. მუდრანოვი საშიშIა, რო დაღლის მერე უნდა მოუვაროს
ტრავმიან კაცს თავიდანვე შეუტიოს ჯობს.
არ აქვს ტრავმა. დაღლილი იყო და დასვენებას ცდილობდა. რა ტრავმაზე მელაპარაკები საერთოდ რო არ ქონდეს ახლა მაგას ფეხი ნემსით მაინც იქნება ფორმაში
სანზონა

დღეს თერთმეტის ნახევარზე პირველი არხი აჩვენებს და უყურე (ოღონდ ნასვამი თუ ხარ არ გეგონოს გელანდება მარტთლა აჩვენებს)D
კაიფი ისაა რომ კიმი და ტაკატო ერთმანეთს ნახევარფინალში კი არქა რეპეშაჟში შეხვდებიან

AR xsnis am links
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
პირველი არხი ესაა სამარცხვინო ტელევიზია, თავიანთი არაპროფესიოანალიზმის გადაფარვას ტყუილებით ცდილობენ. არ აჩვენებენ ევროპაშიო, არადა რუსული არხი აჩვენებდა ქართველის ჭიდაობა , როცა ეს სამარცხვინო ტელევიზია ველოსპორტს აჩვენებდა.
მაგათ არც ქართველების გამოსვლა აინტერესებთ, მთავარი მაგათთვის სსლოან.გე-ს რეკლამებია 15 წუთში ერთხელ.
ფულზე გაყიდულები.............. გასაუქმებელი სამარცხვინო ტელევიზია
გეხვეწებით, ხალხი არა ხართ, სუფრას მივატოვე , 6 . 30 ზე სახლში გამოვიქეცი ნახევრად მთვრალი და ვერ ვუყურებ ვერაფერს. სად ვნახო სხვატკები?
დღეს თერთმეტის ნახევარზე პირველი არხი აჩვენებს და უყურე (ოღონდ ნასვამი თუ ხარ არ გეგონოს გელანდება მარტთლა აჩვენებს)
D:


D

ამირანა ჩვენს სხვა ძიუდოისტებთან შედარებით ნაკრებში ერთერთი სუსტი რგოლი იყო და თუ ეს ამ ფორმაშია, სხვები რას იზავენ წარმომიდგენია!
ეხლა მუდრანოვს არ უნდა ამოასუნთქოს,არაა საჭირო სიფრთხილე და მერე სმეტოვთანაც იქნება რამე (ალბათ სმეტოვი იქნება ფინალში)
მე იმაზე უფრო ვნერვიულობ სოკარმა არ იჩათლახოს,მუდრანოვს მოუგებს პაპინა.იქნებ საფაროვი გამოვარდეს.ფინალში სმეტოვთან ჯობია დაჭიდება მე მგონი.
არა და ნაღდ ჭიდაობაში საფაროვთან მეტი შანსი აქ.
საზოგადოებრივი არხის დედას ............ მე, ხალხი ნერვიულობს , ძალიან ბევრმა ვერ უყურა პაპინას ჭიდაობას , ერთ სიტყვას არ იტყვიან რომ ბიჭმა ეგეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო თან იპონით და ვის და ვის , რუსი კომენტატორები ამბობდნენ დააწყებამდე რომ ქართველი ძიუდოისტებს შეუძლიათ იაპონელების დამარცხებაო და აჰა , ქება და ქება პაპინას , ეხლა უკვე ვალდებულია რომ ნახევარფინალში ბეჭებზე დადოს რუსი.
გენაცვალე პაპინ, არ მოდუნდე ოქრო გვინდა დღეს ოქროოოო
აუ რა ახლოსაა ოქრო, ყველაზე რთული მეტოქე გააგორა, რამენაირად მუდრანოვსაც იქნებ მოუხერხოს რამე
დადეთ პაპინას ლინკი კიდე რომ დავტკბე ყურებით
ლინკი რაააა
stripslashes((strlen('http://3match.co/match-boets.html')>0?'http://3match.co/match-boets.html':'http://3match.co/match-boets.html'))
Damilinket zmuraf sad uyurebt...sofelshi var
სად ვუყუროი იაპონელთან შეხვედრას ვერ მოვუსწარი
ნახევარფინალი რამდენ ხანში იქნება თუ იცის ვინმემ ზუსტად ?
22:30-დან
22:30 დან
გაიხარე, მოგევეგოს!