ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
მეტრეველი პირველ ნომრად იყო განთესილი, თუმცა, ხელი მეოთხედფინალში მოეცარა. ალექსანდრემ საწყის რაუნდში გერმანელი პოლ ვერნერი 6:3, 6:4 დაამარცხა, შემდეგ მასთან სათამაშოდ ასევე გერმანელი მატს როსენკრანცი არ გამოცხადდა, მე-3 რაუნდში კი ქართველმა დომინიკელ რობერტო სიდ სუბერვისთან 6:7 (3:7), 5:7 წააგო.