კალათბურთი

17:22 | 4.08.2016 | ნანახია 3501 - ჯერ

პორტუგალიის შემდეგ, ბელარუსი და რუსეთი

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, რომელმაც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ციკლში პირველი საკონტროლო მატჩი პორტუგალიას მოუგო (90:71), მომდევნო შეხვედრებს მოსკოვში, 5 და 6 აგვისტოს, შესაბამისად, ბელარუსთან და რუსეთთან ჩაატარებს.

ცნობისთვის, “ხიმკის” საკალათბურთო დარბაზში დღეს ერთმანეთის პირისპირ რუსეთი და ბელარუსი დადგებიან და ქართველებს მეტოქეებზე დაკვირვების საშუალება ექნებათ. ეს მატჩი სტარტს 21:00 საათზე დაიწყება, რუსეთის და საქართველოს შერკინება კი თბილისის დროით 20:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი.

ისიც ვთქვათ, რომ რუსეთის ნაკრების მონაწილეობით მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://www.russiabasket.ru) გახლავთ დაგეგმილი.

საინტერესოა, რომ სერგეი ბაზარევიჩის გუნდი სასტარტო საკონტროლო შეხვედრებს უძლიერესი შემადგენლობით ხვდება. რუსეთის ნაკრებში გამოცხადდნენ ტიმოფეი მოზგოვი (“ლეიკერსი”), ალექსეი შვედი (“ხიმკი”), ვიტალი ფრიზონი, ანდრეი ვორონცევიჩი (ორივე – ცსკა) და სხვები.

ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ბელარუსთან და საქართველოსთან მატჩებს დააკლდება, ევგენი ბაბურინია. ყუბანის “ლოკომოტივის” მცველს ბარძაყის ტრავმა აწუხებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:08 | 04.08.2016
kakhaberry (2630)

გადმოცემა თუ არ გააკეთეს რუსებმა, ჩვენი ტელევიზიები როგორ აჩვენებენ

21:12 | 04.08.2016
dinamo222 (8587)

ჩვენმა ნაბ...მა ტელევიზიებმა რაო ? არაა საინტერესო ჩვენი ნაკრების თYამაშებიო ? @@@

17:48 | 04.08.2016
BEERTRANCE (97819)

კარგია ყურება რო იქნება 1 მატჩის მაინც შესაძლებელი.

წარმატებები.

0.121947