ინგლისური “ევერტონის” ყოფილი თავკაცი რობერტო მარტინესი ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 43 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც ლივერპულელებმა მიმდინარე ზაფხულს დაითხოვეს, აღნიშნულ პოსტზე მარკ ვილმოტსი შეცვალა.
ვილმოტსი “წითელ ეშმაკებს” 4 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა, თუმცა, წარუმატებელი ევრო-2016-ის შემდეგ, კარისკენ მიუთითეს. შეგახსენებთ, რომ გასულ ევროპის პირველობაზე ბელგიელებმა მეოთხედფინალური ეტაპი ვერ დასძლიეს.