ამერიკელი კალათბურთელი პიერია ჰენრი, რომელიც გასულ სეზონში თბილისის “ვითას” ღირსებას იცავდა, კარიერას ისრაელის წარმომადგენელ “ჰაპოელ ეილატში” გააგრძელებს.
ჰენრი “ვითას” რიგებში საშუალოდ 13.1 ქულას, 6.8 მოხსნას და 6.1 პასს აგროვებდა, სექტემბერში კი ვთბ-ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც დაასახელეს.
გასული წლის დეკემბერში პიერიამ გერმანულ “ულმს” მიაშურა, თუმცა, იქ ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.