ფეხბურთი

18:29 | 3.08.2016 | ნანახია 0 - ჯერ

“ლესტერმა” პოლონეთის ნაკრების წევრი დაიმატა

იმედისმომცემი პოლონელი ნახევარმცველი ბარტოშ კაპუსტკა ამიერიდან ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტიში” ითამაშებს. როგორც “მელიების” ვებგვერდი გვამცნობს, 19 წლის შემტევთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ის გუნდში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კაპუსტკა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს “ლესტერის” მეხუთე ახლაწვეულია ლუის ერნანდესის, რობერტ ცილერის, პაპი მენდისა და ახმედ მუსას შემდეგ.

კაპუსტკა აქამდე პოლონურ “კრაკოვიაში” თამაშობდა, რომელის ღირსებაც 60 შეხვედრაში დაიცვა, მათ შორის ორჯერ მიმდინარე სეზონში. იგი, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან სისტემატურად ხვდება და ცოტა ხნის წინ, ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.10284