ფეხბურთი

17:08 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრუსე “ვერდერში” დაბრუნდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი მაქს კრუსე ამიერიდან ბრემენის “ვერდერის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “მუსიკოსთა” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. სხვათა შორის, 28 წლის შემტევისთვის “ვეზერშტადიონი” ნაცნობი ადგილია. იგი კარიერას სწორედ ბრემენში იწყებდა, სადაც 2006-2009 წლებში ირჯებოდა.

კრუსე ბოლო პერიოდში “ვოლფსბურგის” წევრი იყო, თუმცა გასული სეზონის მეორე ნახევარში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მას ბუნდესლიგაში 166 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი და 43 საგოლე პასი შესრულებული.

რაც შეეხება გერმანიის ეროვნულ ნაკრებს – მაქსმა ბუნდესნაკრებში დღემდე 14-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის, ერთის შეგდება საქართველოს ნაკრებთან მატჩში შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116586