ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, საწყისი რაუნდი დამაჯერებლად დასძლია.
მეტრეველმა მასპინძელი პოლ ვოერნერი 6:3, 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში კი კიდევ ერთ გერმანელ მატს როსენკრაცს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა თანამემამულე იორდი ვალდერს 4:6, 6:1, 6:3 სძლია.