ავტოსპორტი

3:32 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელმა „პირელის“ განიერი საბურავები გამოსცადა

„პირელიმ“ მომავალი სეზონის საბურავები, რომლებიც ახლანდელზე ბევრად განიერია, რამდენიმე ეტაპზე სადემონსტრაციო კომპლექტის სახით, საჩვენებელი სტაციონარული ავტომობილის სახით ატარა. გერმანიის დიდი პრიზის შემდეგ კი მისი პირველი ტესტები „ფერარის“ ფიორანოს ტრეკზე ჩაატარა.

ტესტებისთვის მარანელოელებმა „ფერარი SF15-T“ შეარჩიეს, რომლითაც სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი გასულ სეზონში ასპარეზობდნენ. ავტომობილს ჩაუტარდა მოდიფიკაცია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მასზე დიდი ზომის საბურავების დაყენება. გარდა ამისა, შეცვალეს აეროდინამიკა, რითაც ჩაჭიდება დაახლოებით იმ დონემდე გაიზარდა, რაც მომავალ სეზონშია მოსალოდნელი.

ახალი საბურავები ახლანდელზე დაახლოებით 25 პროცენტით განიერია. წინების სიგანე 245-დან 305 მილიმეტრამდე გაიზარდა, უკანებისა კი - 325-დან 405-მდე. რაც მთავარია, „პირელი“ პირობას დებს, რომ მომავალ სეზონში საბურავების დეგრადაცია ისეთი ინტენსიური არ იქნება, როგორიც აქამდე იყო.

ფიორანოში ფეტელის გარდა, „პირელის“ ახალი საბურავების ტესტებში მონწილეობა ესტებან გუტიერესმაც მიიღო. ტესტები ჩატარდა როგორც მშრალ, ასევე სველ ასფალტზე. მომდევნო ტესტები მუჯელოს ტრეკზე ჩატარდბა და ამჯერად მხოლოდ მშრალი ამინდის პირობებში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.14663