ფეხბურთი

1:37 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიშვილი: "გამოცდილება არ გვეყო და ალბათ დრო ამასაც მოიტანს"

თბილისის „დინამოს“ შემტევის ვახტანგ ჭანტურიშვილის განცხადებით, საქართველოს ჩემპიონს გამოცდილება არ ეყო. ამასთან მან ზაგრებში მომხდარ ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაუგებრობის ბრალი გახლდათ.

„მე-8 წუთზე გატანილმა გოლმა ყველაფერი არია, სათამაშო სტილიც. ძნელია, როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ და ოთხი გოლი გაქვს გასატანი. გადაულახავი ბარიერი იყო თუ არა, მაგაზე ვერ გიპასუხებთ. გამოუცდელობის ბრალიც იყო და ალბათ დროთა განმავლობაში ესეც მოვა.

გულშემატკირებთან მომხდარ ფაქტს რაც შეეხება - გაუთვალისწინებელი რა მოხდა. უბრალოდ არაფერი ვიცოდით და როდესაც თამაში დასრულდა, ბოლო მე გამოვედი სტადიონიდან და შევამჩნიე ისინი. ასეთი რამ არასდროს მოხდება და ყველამ კარგად იცის ჩვენი მიდგომა გულშემატკივართან, რომ დაენახათ სხვებს, რა თქმა უნდა, მივიდოდნენ“, - თქვა ჭანტურიშვილმა.

სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია

0.120542