3 აგვისტოს, 11 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი:
1.საქართველოს 2016 წლის XXVIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგებისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXVII გათამაშების დებულების და კალენდრების დამტკიცების შესახებ;
2. სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის დამტკიცების შესახებ;
3. სხვადასხვა.
სფფ-ის პრესსამსახური