ფეხბურთი

22:52 | 2.08.2016 | ნანახია 6821 - ჯერ

"დინამოს" რელსები ევროპა ლიგაზე გადავიდა

საქართველოს ჩემპიონი "დინამო" თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა - ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ თბილისური გუნდი ორი მატჩის ჯამში ისე დამარცხდა, შანსიც არ ჰქონია - 0:3. ერთი კვირის წინ "მაქსიმირზე" წაგებული შეხვედრის შემდეგ (0:2) იურაი იარაბეკის გუნდმა ვერც თბილისში მოახერხა რამე ღირებულის შემქნა და წააგო.

მატჩის და მთლიანად ორმატჩიანი დუელის ბედი დღევანდელი დაპირისპირების დასაწყისშივე გაირკა - რენე ფერეირას უხეშ შეცდომას მასპინძელთა კარის მიმართულებით დანიშნული სტანდარტი მოჰყვა, აღნიშნულ საჯარიმოს კი, გოლი. მარკო როგმა დიდებულად დაარტყა, ანტუან სკრიბემ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა და სტატისტის როლში დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი თამაში იყო დარჩენილი, ცხადი გახლდათ, რომ თბილისის "დინამო" 4 გოლს, რომელიც მომდევნო ეტაპზე გაიყვანდა, გამტანი არ იყო. ოთხს ვინ ჩივის, ერთიც ვერ გაიტანა და საშინაო მატჩიც მარცხი იწვნია.

ახლა, "დინამოს" ბედის ცდა ევროპა ლიგის პლეიო-ოფში მოუწევს, მეტოქე კი, პარასკევს წილისყრით გაირკვევა.


კომენტარები (62)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:02 | 04.08.2016
ბაგი-რეი (2266)

ლუდოგორეცის კაფუსნაირი(რა გოლი გააჩალიჩა) თავდამსხმალი წინ და მთელი დინამო დაცვაში. რამე გამოვა. ამბათ ქეცბაია მწვრთნელად და გვეშველა

01:03 | 04.08.2016
ბაგი-რეი (2266)

☺☺☺☺

11:29 | 03.08.2016
Mr_gr (1404)

კობი გამოდი და იკივლე მაინც

10:41 | 03.08.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

04:56 | 03.08.2016
shixura (94)

ფიფიას რა ენაღვლება კი ათეთრებს შავ ფულს დინამოთი

06:12 | 03.08.2016
charli (558)

როგორ ათეთრებს? შავ ფულს სად შოოულობს? ან მუცლით მეზღაპრე ხარ, ან ბოლშევიკი, ან მხედრიონელი.

01:56 | 03.08.2016
BEERTRANCE (97819)

იმ ევროპა ლიგაზეც იმედი ვიქონიოთ ძლიერი შეგვხვდეს ქე მაინც სათქმელად იქნება აი ამასთან წავაგეთო თორე ყარაბაღიც გაგვიგდებს წიხლქვეშ.

00:55 | 03.08.2016
drogba-11 (13246)

პარტიზანთან რო დასცინოდით დილა რაქნა აბა დინამომ?

00:56 | 03.08.2016
drogba-11 (13246)

ჩვნ შტანგას მაინც გავარტყით

01:08 | 03.08.2016
_svani_ (347)

ორივე ერთ ქვაბში არიან )) გუნდებიც გულშემატკივრებიც, ერიც)))

00:54 | 03.08.2016
drogba-11 (13246)

ესეთი დაფინანსება დილას ქონდეს დაგნახებდით როგორ უნდა ჯგუფში გასვლა

01:09 | 03.08.2016
_svani_ (347)

უკეთესს ვის მოიყვანდა დილა ერთი ამათზე თუ უცხოელებით გავტენიდით გაურკვეველი წარმომავლობით

00:52 | 03.08.2016
drogba-11 (13246)

დვალიშვილი კი ბრძოლობს მარა მაგარი უკლასო ვინმეა დინამოს დონეც არაა ტიპი

00:45 | 03.08.2016
matri (2779)

ჭ დონის გელაშვილი და ლობიო ლობჟანიძე რო გეყოლება სასტავში და დანარჩენებიც არანაკლები არიან, გოლის გატანაზე როგორ უნდა იფიქრო. ესპანელები მოიყვანონ გუნდში ჯობია , ჩისკო მენატრება უკვე, ლიგაზე მაგრად ქაჩავდა დინამოს.

00:45 | 03.08.2016
O. Mertskhali (8101)

ისევ და ისევ თავი იჩინა ჩვენმა ძველმა სენმა, რომ სამშობლო ძაან იოლად იყიდება, ყოველ ფეხის ნაბიჯზე - რაც მთავარია, ტრამვა ხომ არავინ მიიღეთ, 'ჩემო' კარენოო მაკარონებო?
თუმცა, ერთის მხრივ, ფეხბურთელებიც მართლები არიან - ჩვენი სამშობლო, მარტო სახელია დარჩენილი ...

00:41 | 03.08.2016
matri (2779)

რაც არუნდა ცუდი იყოს არამგონია რო დინამო წელს თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფში შევიდეს, პლეიოფში ზაგრებზე ნაკლები გუნდი არშეხვდება და ჯობია მოეშვან ამ ლიგის წინ ლეგონერების მოყვანას, წესივრად შეთამაშებასაც ვერასწრებენ და შედეგიც სახეზეა.

00:23 | 03.08.2016
samtrediel (8001)

დინამოს რელსები კი არა დინამო გადავიდა ევროპა ლიგის რელსებზე. წერაც მე გასწავლოთ?

00:12 | 03.08.2016
ბაგი-რეი (2266)

დინამოს გოლის გამტანი არ ყავს. იმენა 0:0 ზე უნდა ეთამაშოს ნებისმიერს. პირველ ნომრად არ გამოგვივა თამაში. შედარებისთვის საქართველო ფინეთი გამოდგება. მანამდე საფრანგეთს ფრე რო ვეთამაშეთ და ფინეთთან წავაგეთ

23:46 | 02.08.2016
Mr_gr (1404)

რამდენი ფეხბურთელი იყო დინამოში წინა წელი ჩემპიონაში რომ ითამაშა?

23:41 | 02.08.2016
mgk666 (53)

ეგ იყო მაგის საოცრება რო ერთხელ არ დაარტყეს კარში კარგად

00:05 | 03.08.2016
ბაგი-რეი (2266)

ივანიშვილის მეოთხე წელივით არ გამოუვიდა?!)))

23:40 | 02.08.2016
Mr_gr (1404)

ეს აფერისტი იარბეკი აკლდა დინამოს კიდე საოცრებას რომ გვპირდებოფა

23:36 | 02.08.2016
Mr_gr (1404)

ერთი მითხარით შვილზე მთავრდებოდეს გვარი და სახელოვანი ფეხბურთელი ყოფილიყო ეხლა რომ სავსეა დინამო პაპუნაშვილი პარუნაშვილი და სხვებით

23:35 | 02.08.2016
mgk666 (53)

გელაშა ტყუილად დასველდა

23:37 | 02.08.2016
moxe ve (614)

23:35 | 02.08.2016
mgk666 (53)

იმას ველოდით რო გამართულ ფეხბურთს მაინც ითამაშებდა.. ერთი გააზრებული შეტევა არ გაუკეთებიათ

23:35 | 02.08.2016
KoRBeN DaLLaS (24848)

ისე გელაშა რა სახით дარბოдა...
მგონი ყველა აქაური კომენტარი წაიკითხა DDDD

23:33 | 02.08.2016
mgk666 (53)

რავი ერტი წელი ეყოფა ალბათ ბიწებს რო დაურიგოს ხელფასი და ტვიტონაც ნაწყენი არ დარჩებოდა

23:32 | 02.08.2016
arturi-baierni (24493)

რატომ ატეხეთ ამხელა ამბავი არ მესმის გუნდი რომელიც სომხეთის ჩემპიონს ვერ უგებს .....გუნდში რომელშიც ჩამოყავთ უვარგისი ლეგიონერები რა შდეგეს ელოდით ზაგრებთან რომელიც ევროპული ფეხბურთის საჭედლოა .......მქონდა რაღაცის იმედი უფრო ღირსეული თამაშის და არა გასვლის

23:30 | 02.08.2016
amo24 (149)

მაგათ რელსები ევროპა ლიგაზე კი არა უკანალში მიდის

23:27 | 02.08.2016
tamaz29 (141)

რამდენს ადზლევდა ქუშს??????

23:26 | 02.08.2016
tamaz29 (141)

მოგებულ თანხას ითვლიდა

23:24 | 02.08.2016
mgk666 (53)

არ უნახავთ დგეს ეთერში რომანა.. ალბათ ნერვიულობდა

23:22 | 02.08.2016
mgk666 (53)

ეგრეა ძმა.. მთავარია ტვიტონ იხეირონ ტორე

23:22 | 02.08.2016
arturi-baierni (24493)

ხო ვაგონმა ჩაიარა და რელსებიღა შეგვრჩა........ადმინ იმენა სუპერი ხარ შენსავით კრეატივი აკლდა დინამოს დღეს D

23:21 | 02.08.2016
tamaz29 (141)

არადა რა კარგი ყრილობა იყო

23:20 | 02.08.2016
tamaz29 (141)

სვარკის ყურება მირჩევნია

23:19 | 02.08.2016
KoRBeN DaLLaS (24848)

дინამოს ლიგაზე გასვლა უტოპია იყო. საд ჩვენი ფეხბურთი дა საд მსოფლიოში ყველაზე მაღალი дონის ტურნირი ?
ამიტომ მაინცдამაინც ნუ მივეცემით თვითგვემას дა კენჩისყრას дაველოдოთ...
ევროპის ლიგის პლეიოფში გამოჩნдება, თუ რას წარმოაдგენს იარაბეკი. რამдენიმე ამხანაგური дა ოთხი ოფიციალური მატჩი ვითამაშეთ უკვე. წესით უნдა გამოავლინოს უკვე ჩვენი სუსტი მხარეები, აღმოფხვრას дა მაქსიმალურაд дამუხტოს дა მომართოს გუნдი.
თან აუცილებლაд გამართლება გვჩირдება კენჩისყრაში. გუნдების უმეტესობას უბრალოд ვერაფერს дავუპირისპირებთ.
ბევრი შანსები არ გვაქვს. ასე 30-35 პროცენტი ალბათ. მაგრამ იმეдია გვაჩუქებს дინამო შინაარსიან საფეხბურთო შემოдგომას.

23:18 | 02.08.2016
tamaz29 (141)

MGK666 საგოლ

23:18 | 02.08.2016
ed7777 (819)

რა რელსები შემარცხვენელი გუნდია . . .

23:18 | 02.08.2016
mgk666 (53)

ფანებს გული დაგვწყდა რომანამ იხარა

23:18 | 02.08.2016
liverpool1988 (197)

როდის არის ევროპა ლიგის კენჭისყრა?

23:17 | 02.08.2016
moxe ve (614)

ეხლა ისევ წმენდა წავა,ახლებს დაიმატებენ და ისევ ისე იქნება..გამართული გუნდია ევროპული დონის ბაზით რა :დ

23:17 | 02.08.2016
mgk666 (53)

ეხლა აქეიფებს რომანა ბიჭებს... მტავარია თვიტონ ხო მოიგო დადებული წაგებაზე

23:16 | 02.08.2016
liverpool1988 (197)

ჩემი აზრით, დინამო კარგია გუნდია, შეიძლება ამ გუნდით შედეგის მიღება. მართალია ზაგრები დღეს შეტევით თავს არ იკლავდა და სხვა ტაქტიკით თამაშობდა, მაგრამ ჩვენმა დინამომ აშკარად აჯობა ყველა სტატისტიკით, 18 შეტევა გავაკეთეთ, რაც ბევრია ნამდვილად, კუთხურებით, ყველაფრით ვაჯობეთ. ჩვენს წინააღმდეგ 29 ჯერ დაჯარიმდნენ. მე მჯერა დინამოსი და თხოვნა იქნება ნუ აგინებთ. ეს არის რაც შეგვიძლია არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

23:51 | 02.08.2016
ბაგი-რეი (2266)

როგორც სლოვაკებთან გვქონდა 1:3ზე კაი სტატისტიკა?! სტატისტიკა მითხარი როცა ორივეს გასატანი აქ და საბრძოლო

23:20 | 02.08.2016
moxe ve (614)

და შედეგი რა არის? 0-3..სტატისტიკა ვერ იგებს თამაშს მეგობარო

23:16 | 02.08.2016
charli (558)

ვინც იძახის რენეს საქართველოს მოქალაქეობა მივცეთ და ნაკრებში მივიღოთო, ფეხბურთის გაგებაში არ არის. წინ თამაშსიც გამოჩნდა და დღესაც, ეგ კაცი ბურთის დამუშავების დროს ბევრ შეცდომას უშვებს. პრვველი გოლი, ჯერ აიღო ბურთი და მერე არც პასი მისცა, არც მოიგერია, იქვე დაკარგა. პარუნაშვილმა ფაქტიურად ამიტომ აიკიდა ჯარიმა. ისე პარუნას არ ვამართლებ.

23:15 | 02.08.2016
matri (2779)

უნამუსოების გუნდია და მეტი არაფერი :/

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115591
სარეკლამო ადგილი - 99
X x X