ფეხბურთი

19:19 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” ობამეიანგით დაინტერესდა

მილანის “ინტერს” “დორტმუნდის” 27 წლის გაბონელი შემტევის პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენა სურს, აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უახლოს მომავალში “ინტერი” შესაძლოა მაური იკარდიმ დატოვოს და მილანური კლუბი არგენტინელის შემცვლელად გაბონელს მოიაზრებს. გავრცელეული ინფორმაციით, იტალიური მხარე გერმანული კლუბის მესვეურებს უკვე დაუკავშირდა და მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ობამეიანგი 2013 წლიდან “დორტმუნდის” ღირსებას იცავს, სადაც 94 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა.

0.112985