ნიგერიის საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ოლიმპიადისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც გუნდის ლიდერი ალფავიკ ამინუ არ გახლავთ. ESPN-ის ცნობით, “პორტლენდის” 25 წლის ფორვარდი ნიგერიის კალათბურთის ფედერაციასთან შეუთანხმებლობის გამო ნაკრებში ვერ ითამაშებს.
ოლიმპიადისთვის ნიგერიის 12-კაციანი შემაგდენლობა: მიქაილ გბინე (“დეტროიტი”), ჯოშ აკონგნონი (“დინამო სასარი”), ბენ უდო (უკლუბოდ), მაიკლ უმეხი (“ირონი ნაგარია”), ჩემბერლენ ოგუჩი (“ანვილი”), ენდი ოგიდე (“ჰაპოელი”), ები ერე, სტენ ოკიეი (“ტრაპანი”), იკე დიოგუ (“გუნდუნი”), განი ლავალი (“კანტუ”), ეკენე იბეკვე (“ნიმბურკი”), ალადე ამინუ (“ჰაპოელი”)
ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირი 6-21 აგვისტოს გაიმართება.