ფეხბურთი

17:22 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის აკადემიაში ფეხბურთელთა შერჩევა დასრულდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში 2003 წელს დაბადებულ ბავშვთა შერჩევა დასრულდა. პროცესი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონთა თასის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირის გამორჩეულმა მონაწილეებმა სფფ-ის აკადემიაში მოიყარეს თავი, სადაც შერჩევის დასკვნითი ეტაპები ჩატარდა, რომელიც მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ ვარჯიშებს, ისე ამხანაგურ თამაშებსა და თეორიულ მომზადებას.

შერჩევის შედეგად გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან - თბილისიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, მარტვილიდან, დუშეთიდან, გარდაბანიდან, გორიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან და მესტიიდან. შერჩეული ფეხბურთელები აკადემიაში გაარძელებენ სწავლას.

ცვლილება განხორციელდა ასევე სამწვრთნელო შტაბშიც: 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდს გიორგი მოდებაძე გაწვრთნის, ხოლო 2002 წელს დაბადებულებს გიორგი ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094976