რუმინელი ჩოგბურთელი მონიკა ნიკულესკუ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რისი მიზეზიც ვირუს ზიკასადმი მისი შიშია. მონიკას წყვილებში ირინა ბეგუსთან ერთად უნდა ეთამაშა, ახლა კი, მას სორანა კირსტეა ჩაანაცვლებს.
გასულ კვირას ნიკულესკუმ სიმონა ჰალეპთან ერთად მონრეალის ტურნირის ფინალს უწია, სადაც რუსულ წყვილთან (მაკაროვა-ვესნინა) 3:6, 6:7 (5:7) დამარცხდა.